x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მან 1 ადამიანის გამო, 1,7 მილიონი ამოწყვიტა – 10 გამაოგნებელი ფაქტი ჩინგიზ-ყაენის შესახებ

30 წლის მანძილზე, მონღოლთა ურდომ, ჩინგიზ-ყაენის ხელმძღვანელობით, მთელს აზიას გადაუარა, პლანეტის მოსახლეობის მეათედი ამოწყვიტა და ხმელეთის მეოთხედი დაიპყრო. მისი ზოგიერთი ქმედება, დღემდე, ყველაზე დიდ სისასტიკედ ითვლება კაცობრიობის ისტორიაში.


ეროვნებაimage


ჩინგიზ-ყაენის ეროვნებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მათ შორის, ყველაზე პოპულარული, მისი მონღოლური წარმომავლობაა. თუმცა, გადმოცემით, ის წითური იყო და მწვანე თვალები ჰქონდა – რაც აღნიშნული მოდგმის ხალხებისთვის დამახასიათებელი არ არის. ამიტომ, კიდევ ერთი ვერსია გაჩნდა, რომლის მიხედვით, ჩინგიზ-ყაენი უიღური ანუ არიელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, მხოლოდ წარმომავლობით, რადგან ის მონღოლური ტრადიციებით იყო აღზრდილი.


საჭმლის გამო, ჩინგიზ-ყაენმა ძმა მოკლა
image


ჩინგიზ-ყაენი გავლენიანი ბელადის იესუგეის ოჯახში დაიბადა. მაგრამ, მისი მდგომარეობა საზოგადოებაში, მას შემდეგ შეიცვალა, რაც მამამისი ტომის მტრებმა, თათრებმა მოწამლეს. ხოლო, ყოფილი ბელადის ოჯახი ტომიდან გააგდეს. ამის შემდეგ, ისინი იძულებულები იყვნენ საკუთარ თავზე თავად ეზრუნათ და სიცოცხლისთვის ებრძოლათ.

როდესაც ჩინგიზ-ყაენი 14 წლის იყო, მან დიდი თევზი დაიჭირა და სახლში მიიტანა, რომ სადილი მოემზადებინათ. მაგრამ, მისმა ნახევარძმამ, ბექტერმა თევზი დაიტაცა და მის სხვებთან გაყოფაზე უარი თქვა. განრისხებული ჩინგიზი მას იმდენ ხანს დასდევდა, ვიდრე მშვილდით არ ესროლა.

მისთვის პირველ მკვლელობას უკვალოდ არ ჩაუვლია – დედამ მომავალი დამპყრობელი მკაცრად დასაჯა.


მან თავი მოჰკვეთა ყველას, ვისი სიმაღლეც 90 სმ–ს აღემატებოდა


როდესაც ჩინგიზ-ყაენი 20 წლის გახდა, ის სათავეში ჯარს ჩაუდგა და იმ ტომის წინააღმდეგ სალაშქროდ წავიდა, რომელმაც მამამისი მოკლა. თათრების ჯარის დამარცხების შემდეგ, მან ადგილობრივი მოსახლეობის განადგურება, წარმოუდგენლად უჩვეულო გზით, დაიწყო: მონღოლები თითოეულ ადამიანს ეტლის გვერდით აყენებდნენ და მის სიმაღლეს, 90 სმ–იან ბორბლის ღერძს ადარებდნენ. ყველას, ვინც უფრო მაღალი იყო, თავს კვეთდნენ. ფაქტობრივად, მხოლოდ ბავშვები გადარჩნენ.


მის მსხვერპლთა ძვლების გროვა მთებში ერეოდათ
image


1211 წელს ჩინგიზ-ყაენმა მზერა ჩინეთს მიაპყრო და თავს ძინის იმპერიას დაესხა. ეს ერთი შეხედვით, უგუნური საქციელი იყო, რადგან იმპერიაში 53 მლნ. ადამიანი ცხოვრობდა, მონღოლების რიცხვი კი, მხოლოდ მილიონი იყო. 3 წელში მონღოლები იმპერიის დედაქალაქის კედლებს მიადგნენ, რომლის სიმაღლე 12 მ–ი, ხოლო გარშემოწერილობა – 29 კმ–ს აღემატებოდა. ვინაიდან ქალაქის აღება შეტევით შეუძლებელი იყო, მონღოლებმა მისი ალყაში მოაქევა და შიგნით მყოფთა შიმშილით ამოწყვეტა გადაწყვიტეს.

1215 წლის ზაფხულისთვის, ქალაქში კანიბალიზმი დაიწყო და ბოლოს და ბოლოს, ის დანებდა... მონღოლებმა გაძარცვეს და გადაწვეს ქალაქი, მთლიანად ამოწყვიტეს მისი მოსახლეობა... რამდენიმე თვის შემდეგ, თვითმხილველები წერდნენ, რომ «მიცვალებულთა ძვლებისგან ნამდვილი თეთრი მთები წარმოიქმნა, ხოლო მიწა ადამიანის ქონით იყო გაპოხილი».


ჩინგიზ-ყაენმა სამხედრო მეთაურად მშვილდოსანი დანიშნა, რომელმაც მას ისარი მოარტყა
image


მონღოლთა ერთ–ერთ კლანთან ომის დროს, ჩინგიზ-ყაენის ცხენს ისარი მოხვდა და ცხოველი ადგილზე მოკვდა. ძირს დაცემულმა ცხენმა მხედარი ქვეშ მოიყოლა, მაგრამ მან თავის დაღწევა შეძლო და გადარჩა. ჩინგიზ-ყაენის ჯარმა ბრძოლა მოიგო. ხოლო მეთაურმა, ტყვეებს ერთ ხაზზე მოწყობა უბრძანა და იკითხა, თუ ვინ ესროლა მას ისარი.

მისთვის მოულოდნელად, მწკრივიდან მშვილდოსანი ჯებე გამოვიდა და აღიარა, რომ მან ესროლა... და რომ, მისი მოკვლა უნდოდა. მთავარსარდალი ისე გაოცდა ჯებეს გამბედაობით, რომ ის თავისი არმიის მეთაურად დანიშნა (შემდგომში ჯებე გენერალი გახდა და ჩინგიზ-ყაენის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგობარი იყო).


საკუთარ ქალიშვილებს მოკავშირეებზე ათხოვებდა


ჩინგიზ-ყაენისთვის ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთ–ერთი გზა, მოკავშირე მმართველებზე საკუთარი ქალიშვილების მითხოვება იყო. მსგავსი ქორწინება, ფაქტიურად, სასიკვდილო განაჩენი იყო იმ მართველებისთვის: ჯერ ერთი, ყაენის ქალიშვილზე ქორწინების პრივილეგიისთვის, მაართველს ყველა ცოლი უნდა გაეგდო, ჩინგიზ-ყაენის იმაში დასარწმუნებლად, რომ ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი შვილი ტახტის ერთადერთი მემკვიდრე იქნებოდა.

შემდეგ, მმართველებს, ჯარის სათავეში, საბრძოლველად გზავნიდნენ და პრაქტიკულად, ყველა მათგანი, პირველივე ბრძოლაში იღუპებოდა. ჩინგიზ-ყაენის გარდაცვალების მომენტისთვის, მისი ქალიშვილები ჩინეთის ყვითელი ზღვიდან – ირანის კასპიის ზღვამდე გადაჭიმულ ტერიტორიას მართავდნენ.


1 ადამიანის გამო, ჩინგიზ-ყაენმა 1, 7 მლნ. ადამიანი ამოწყვიტა
image


მისი ქალიშვილების ქორწინება, შესაძლოა, სტრატეგიული ალიანსი ყოფილიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ქორწინება რომანტიკას იყო მოკლებული. ჩინგიზ-ყაენის ერთ–ერთ ქალიშვილს ძალიან უყვარდა საკუთარი მეუღლე თოჰუჩარი. თავად ჩინგიზ-ყაენი კი, სიძეს შვილივით ეპყრობოდა. როდესაც თოჰუჩარი ნიშაბურის მშვილდოსანმა მოკლა, მისმა ცოლმა შურისძიება მოითხოვა.

ჩინგიზ-ყაენის ჯარი თავს დაესხა ნიშაბურს, მონღოლებმა ყველა ამოწყვიტეს, ვინც გზად შემოხვდათ, მათ შორის ქალები, ბავშვები და ცხოველებიც კი. ზოგიერთი შეფასებით, საერთო ჯამში, 1 748 000 ადამიანი იყო მოკლული. ხოლო, მათი მოკვეთილი თავებით პირამიდა ააგეს – ესეც მისი ქალიშვილის თხოვნით.


ჩინგიზ-ყაენმა მდინარეს კალაპოტი შეუცვალა
image

ჩინგიზ-ყაენმა მას შემდეგ, რაც მუსულმანური სამეფო ხორეზმი აღმოაჩინა, იმდენად მოიხიბლა, რომ რაღაც უჩვეულო გააკეთა – მან ამ ქვეყანასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება განიზრახა. ჩინგიზ-ყაენმა ხორეზმის მეფესთან დიპლომატთა ჯგუფი გაგზავნა, სავაჭრო გზების გახსნის და დიპლომატიური კავშირების დამყარების მიზნით. თუმცა, ხორეზმის მმართველმა მათ არ დაუჯერა. მან დიპლომატები მონღოლთა შეთქმულების ნაწილად მიიჩნია და სიკვდილით დასაჯა. ამის საპასუხოდ, დიდმა ყაენმა დიპლომატების მეორე ჯგუფი გაგზავნა. მაგრამ, ხორეზმის მმართველი მათაც ანალოგიურად მოექცა. ჩინგიზ-ყაენი განრისხდა. ის მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა, პასუხად კი, მკვდარ დიპლომატებს იღებდა!

ამის შედეგად, მონღოლთა 200 000 არმია შეტევაზე გადავიდა და ხორეზმი გაანადგურა. გამარჯვების შემდეგ, ჩინგიზ-ყაენმა იქ დამატებით კიდევ 2 არმია გაგზავნა, რომ გადარჩენილი ციხე–სიმაგრეები გადაეწვათ, რომ ხორეზმისგან ნაკვალევიც არ დარჩენილიყო. გადმოცემის თანახმად, მან მდინარესაც კი შეუცვალა კალაპოტი, რომ წყალს იმ ადგილზე ედინა, სადაც ოდესღაც, ხორეზმის მეფე დაიბადა.


ჩინგიზ-ყაენმა ტანგუტების სახელმწიფოც გაანადგურა


როდესაც ჩინგიზ-ყაენი ხორეზმს დაესხა, მან ადრე დაპყრობილ ტანგუტების სახელმწიფოს მმართველს ჯარით დახმარება სთხოვა. თუმცა, უარი მიიღო. საპასუხოდ, მონღოლური არმია საომრად Xi Xia–ს გავლით წავიდა და გზად, ყველა და ყველაფერი გაანადგურა. ლაშქრობის ბოლოს, ტანგუნების სამეფო აღგვილი იყო პირისაგან მიწისა.


ყველა ადამიანი, ვინც ჩინგიზ-ყაენის დაკრძალვაში მონაწილეობდა, მოკლესimage


როდესაც ჩინგიზ-ყაენი გარდაიცვალა, მისი ანდერძის თანახმად, იქ უნდა დაეკრძალათ, სადაც მისი ნეშტი ვერავინ იპოვიდა. მისი სურვილის შესასრულებლად, მონებმა და ჯარისკაცებმა ცხედარი უდაბნოს სიღრმეში შეიტანეს. იმისთვის, რომ მონებს სამარხის საიდუმლო არასოდეს გაემჟღავნებინათ, ჯარისკაცებმა ისინი დახოცეს. ხოლო ცხედრები, საერთო საფლავში ჩაყარეს. შემდეგ მათ, კვალის გასაქრობად, მთელი დღის მანძილზე, საფლავზე ცხენებით იჯირითეს. ხოლო, როდესაც ბანაკში დაბრუნდნენ, ისინიც მაშინვე დახოცეს.

ჩინგიზ-ყაენის საფლავი დღემდე ნაპოვნი არ არის.


image


imageimageimageimage




0
2633
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0