x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ლონდონში დევიდ და ვიქტორია ბექჰემების სახლი გაძარცვეს, სანამ ოჯახს სხვა ოთახებში ეძინა

თებერვლის ბოლოს ნიღბიანი ქურდი შეიჭრა ლონდონში, ვიქტორია და დევიდ ბექჰემების სახლში და მოიპარა ათასობით ფუნტის ღირებულების ნივთები, იუწყება The Sun.
image

გამოცემის ცნობით, თავდამსხმელი წყვილის ჰოლანდი პარკის სახლის ერთ-ერთი ცარიელი საძინებელიდან შეიჭრა, ხოლო ვიქტორიას, დევიდს და მათ 10 წლის ქალიშვილს ჰარპერს სხვა ოთახებში ეძინათ. მეპატრონეებმა ეს ვერც კი შეამჩნიეს, სანამ მათი ვაჟი კრუზი წვეულებიდან არ დაბრუნდა და ოთახში გატეხილი ფანჯარა არ ნახა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოიპარეს დიზაინერული ნივთები, ასევე ტექნიკა- ზარალის საერთო რაოდენობა და მოპარული ნივთების სია ჯერ არ საჯაროვდება. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ნივთებს შორის არ იყო ისეთი ნივთები, რომლებიც ოჯახისთვის განსაკუთრებული ღირებული იქნებოდა.
image

ლონდონის პოლიციამ დაადასტურა, რომ გამოძიებას აწარმოებს და თქვა, რომ ჯერ უცნობია, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა თუ ჰყავდა თანამზრახველები. თუმცა, როგორც ჩანს, ეს შეიძლება იყოს ძარცვის სერია, რადგან მეზობლად მდებარე რამდენიმე სახლში იყო გატეხვის მცდელობები.


The Sun-ის წყაროს ცნობით, დევიდი და ვიქტორია "აშკარად შოკირებული იყვნენ მომხდარით" და ძალიან აღელდნენ იმის გამო, რომ ძარცვის დროს ისინი სახლში იმყოფებოდნენ და შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდათ. ოჯახს აღიზიანებს ის ფაქტიც, რომ უსაფრთხოების საკმაოდ სერიოზული სისტემა, რომლითაც სახლი აღჭურვილია, არ მუშაობდა.


ეს შვიდოთახიანი დასავლეთ ლონდონის სახლი წყვილმა 2013 წელს 31 მილიონ ფუნტად იყიდა, კიდევ 8 მილიონი ფუნტი სტერლინგით კი განაახლა.


0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0