სხვა 15 ფოტოშედარებები, რუბრიკიდან – "როგორ იცვლება ჩვენი სამყარო" 2022, 1 აპრილი, 10:08 დრო — საოცარი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ყველაფერი, რასაც შეეხება. ერთი შეხედვით, ცვლილებები, შეიძლება, უმნიშვნელო ჩანდეს... მაგრამ, საკმარისია შედარება მოვახდინოთ, რომ მის გლობალურობაში დავრწმუნდეთ. უკანასკნელი საუკუნის, თუ ათწლეულების მანძილზე, სერიოზულად შეიცვალა ბევრი ქალაქი და ღირსშესანიშნაობა. ამაში დასარწმუნებლად კი, რამდენიმე ფოტოს ნახვაც კ საკმარისია: ბლექფრარის ხიდი, ლონდონი. ფოტოები გადაღებულია 1844 და 2022 წწ–ში ჰონგ-კონგმა ხის სახლები თანამედროვე ცათამბჯენებით შეცვალა, 1960 და 2022 წ. ფოტოები რიო-დე-ჟანეირო, 74 წლიანი სხვაობით – პირველი ფოტო გადაღებულია 1948 წელს, მეორე კი, 2022–ში. სეული – ცვლილებების მასშტაბები უზარმაზარია... ფოტოები გადაღებულია 1960 და 2014 წლებში. ყოფილი სასტუმრო Sherman–ი, ჩიკაგოს ცენტრში. პირველი ფოტო გადაღებულია გასული საუკუნის 70–იან წლებში. ხოლო მეორე – 2020 წელს ჯამას მჩეთი, ინდოეთი. ეს ისტორიული ძეგლი 1484 წლით არის დათარიღებული. ხოლო, აქ წარმოდგენილი ფოტოები 1890 და 2010 წელს არის გადაღებული. როგორც ჩანს, დროის ამ შუალედში, მეჩეთის მნიშვნელოვან რესტავრაციას ჰქონდა ადგილი. გრანტ–ავენიუ, სან-ფრანცისკო. ქალაქი 1915 წელს უკვე საკმაოდ კარგად იყო განვითარებული. ხოლო, 2019 წლისთვის, მის პეიზაჟზე ცათამბჯენები და მოასფალტებული გზები "ჩაეწერა". პორტუ-ალეგრი, ბრაზილია. ცნობილი ხიდი 1930 და 2019 წლებში მონტევიდეში მდებარე, ამ უჩვეულო ხეზე დაკვირვებას 1914 წლიდან აწარმოებენ. ტურისტები კი, მისი ბედით დღესაც ინტერესდებიან – მარჯვენა ფოტო 2021 წ. არის გადაღებული.
ჰელსინკი, ფინეთი. ამ ადგილის ამოცნობა, ამდენი წლის შემდეგაც მარტივად შეიძლება. ფოტოები 1927 და 2019 წლებშია გადაღებული. ვუდსტოკი, ნიუ-იორკი. პირველი ფოტო გადაღებულია 1969 წელს, მუსიკალურ ფესტივალზე. ხოლო მეორე, – გასული წლის აგვისტოში. სტამბოლის ისტორიული რაიონი, გასული საუკუნის დასაწყისში და დღეს სტენის ციხესიმაგრა, ანტვერპენი, ბელგია. ფოტოები გადაღებულია 1890 და 2018 წლებში. გრანდ საბლონის მოედანი, ბრიუსელი. პირველი ფოტო გადაღებულია XX საუკუნის დასაწყისში. ხოლო მეორე – 2018 წ. ბრემენი, გერმანია. ფოტოები გადაღებულია 1859 და 2007 წლებში სამყაროს გარდაქმნა ბუნებრივია... საინტერესოა, როგორი იქნება ეს ადგილები, კიდევ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ? 487 1-ს მოსწონს
|