x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სულ სხვა დუბაი – ნაკლებად ცნობილი ფაქტები ე. წ. არაბული ზღაპრის შესახებ
image


დუბაი — არაბთა გაერთიანებული ემირატების უდიდესი ქალაქი და ადგილია, სადაც აურაცხელი ფულადი თანხის თავმოყრა ხდება. ყოველწლიურად ქალაქში ასობით ათასი ტურისტი ჩადის და დუბაი, ნამდვილად ღირს საიმისოდ, რომ მის სანახავად ჩახვიდეთ. მაგრამ ეს ადგილი მხოლოდ გარეგნულად გამოიყურება, როგორც ზღაპარული ადგილი. რეალურად, რაც იქ ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავთ, თუ ქალაქის მხოლოდ ტურისტულ ზონებს არ ეწვევით და მას უფრო ახლოს გაიცნობთ.

აქ სწორედ იმის შესახებ მოგიყვებით, თუ რის ფასად ჯდება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დიდებული ქალაქის იმიჯის და რეპუტაციის შექმნა და შენარჩუნება.


image



1. ემიგრანტების სამუშაო დღე 14 საათს გრძელდება


დუბაი ზრდის და განვითარების ტემპებით მხოლოდ ჩინეთის მეგაპოლისებს ჩამორჩება. თუმცა, ეს ადგილობრივ ხელისუფლებას და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს ძალიან ძვირად უჯდებათ. მუშები ჯოჯოხეთური სიცხის პირობებში, +48 გრადუს ტემპერატურაზე, დღეში 14 საათს მუშაობენ. და ეს მაშინ, როდესაც ტურისტებს, ქალაქში ჩასვლისას აფრთხილებენ, რომ მზეზე სიარული 5 წუთზე მეტხანს რეკომენდებული არ არის, მაგრამ ეს მუშებს არ ეხებათ. შედეგად, მშენებლებს შორის სიკვდილიანობა ძალიან მაღალია. ფაქტიურად ყველა, ვინც მსგავს სამუშაოზეა დასაქმებული, სიკვდილისთვის არის განწირული. ხოლო ხელისუფლება, გარდაცვლილთა ოჯახებს დიდ კომპენსაციას უხდის...


image




2. წყლის რესურსების არარაციონალური ხარჯვა


არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დუბაი უდაბნოში მდებარეობს. გეოგრაფიული თვალსაზრისით, ქალაქში წყალი შეზღუდული რაოდენობით უნდა იყოს, მაგრამ არა – ადგილობრივები წყლის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან და უფრო მეტიც, შუაგულ უდაბნოში, თაკარა მზის გულზე, წყალს გოლფის მოედნების სარწყავად იყენებენ. და ეს მაშინ, როდესაც მტკნარი წყლის რესურსი მარადიული ნამდვილად არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნავთობი მომავალშიც დიდ მოგებას მოუტანს სახელმწიფოს, მისგან სასმელი წყლის მიღებას ნამდვილად ვერ შეძლებენ.


image




3. ნავთობის მარაგი მალე ამოიწურება


დუბაი ნავთობის გაყიდვით მიღებული თანხებითაა აშენებული. შემოსავლის ამგვარი წყარო ნამდვილად რომ ზღაპრულია, თუმცა მარადიული არაფერია. ზემოგება და ცხოვრების მაღალი დონე დღეს, «უღრუბლო» მომავლის გარანტია ნამდვილად არ არის. არაბთა გაერთიანებულ ემირატებში პრაქტიკულად არ არსებობს წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მხოლოდ ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული. და რა მოხდება, როდესაც ამ რესურსების მარაგი ამოიწურება?



image




5. რასიზმი არაბულად


ცივილიზირებულ სამყაროში რასიზმის საკითხი ფაქტიურად აღარ არსებობს, მაგრამ რასიზმი დუბაიში, შეიძლება ითქვას, რომ «ყვავის». სამუშაოზე მოწყობისას, წარმომავლობა — ყველაზე მთავარი კრიტერიუმია. გარდა ამისა, ევროპელები და ამერიკელები, საშუალოდ, 2-З-ჯერ უფრო მაღალ ხელფასს იღებენ, ვიდრე აფრიკელები და აზიელები.


image




6. მონური შრომა


ემიგრანტები ინდოეთიდან, ჩინეთიდან, პაკისტანიდან და სხვა ქვეყნებიდან დუბაიში უკეთესი ცხოვრების იმედად ჩადიან. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, დამსაქმელები მათ საბუთებს ართმევენ, ზენორმით მუშაობას აიძულებენ და ხელფასსაც აკლებენ... და ღირსეული ცხოვრების ლამაზი ოცნებები, ქალაქში ჩასვლიდან, სულ მოკლე ხანში ემსხვრევათ.


image




7. გარემოს დაბინძურება


ყოველი ახალი ობიექტის აგებისას, მის გვერდით ყოველთვის ნაგვის მთები აღიმართება. და სად უნდა წაიღონ ამდენი ნაგავი, როდესაც ირგვლივ ამდენი წყალია? რთული მისახვედრი არ არის, სად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქალაქის აკვატორია ყოველთვის დაბინძურებულია. ნაგვის უტილიზება წესების დაცვით არ ხდება და მისი ნაწილი წყლის ზედაპირზე ტივტივებს. ქალაქის ხელისუფლება ამაზე არანაირად არ რეაგირებს და კრიტიკასაც არა აქვს აზრი. მსგავსი საქციელისთვის უცხოელებს აეროპორტამდე აცილებენ და დეპორტის ჩარტყმის შემდეგ, ქვეყნიდან აძევებენ.


image




8. ყველაფერში ლიდერები არიან, მათ შორის, ავტოკატასტროფებშიც


დუბაი ცათამბჯენების გარდა, იმითაც არის ცნობილი, რომ ქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებული, ნებისმიერი მარკის, ყველაზე ძვირიანი და სწრაფი ავტომობილის ნახვა შეიძლება. პოლიციაც კი Lamborghini-ს და Bugatti-ის მარკის მანქანებით ასრულებს საკუთარ მოვალეობას. თუმცა, ავტომოყვარულების ეს სამოთხე, შეიძლება, ზოგიერთისთვის ჯოჯოხეთადაც იქცეს. ჩვეულებრივ, სწრაფი ავტომობილების მეპატრონეებს სწრაფად მოძრაობა და ერთმანეთთან შეჯიბრი უყვართ. ამასთან, მძღოლები არც მოძრაობის წესებს იცავენ და შეიძლება ავარიის მსხვერპლი, მხოლოდ თვითონ კი არა, ჩვეულებრივი მანქანის მფლობელებიც აღმოჩნდნენ. ავარია დუბაიში — ჩვეულებრივი მოვლენა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ქალაქი, ავტოკატასტროფების რაოდენობით, – მსოფლიო ლიდერია.


image




8. ყველაფერი ყალბია


ისინი, ვინც დუბაიში საკმაო ხანს ცხოვრობენ, ამბობენ, რომ ქალაქში ყველაფერი ყალბია და რომ ხელოვნური ხეები და ადამიანების არაბუნებრივი ქცევა, დროთა განმავლობაში, აუტანელი ხდება. არაბებმა ეს ქალაქი საკუთარი კომფორტისთვს ააშენეს – იმისთვის, რომ თავი მსოფლიოს მბრძანებლებად იგრძნონ და იქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ იგივე გრძნობა ქალაქში ჩასულმა ტურისტებმაც განიცადონ და რაც შეიძლება ბევრი ფული დახარჯონ. ეს ყველაფერი, ერთი დიდი სპექტაკლია, რომლის დეკორაციას ცათამბჯენები და ფუფუნების ნივთები წარმოადგენს.


image




9. მართალი ის არის, ვისაც ფული აქვს


კანონის დარღვევის შემთხვევაში მდიდარი არასდროს ისჯება, რადგან იქ ყველაფერი ფულით გვარდება. ხოლო ღარიბი, ნებისმიერი, სულ მცირე გადაცდომისთვის ისჯება. მაგ., თუ ადამიანი ავტოდარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხას დროზე არ გადაიხდის ან კომუნალური გადასახადების შეტანას დააგვიანებს, მაშინვე იჭერენ და ციხეში უშვებენ. იგივე დამოკიდებულებაა უცხოური კორპორაციების თანამშრომლებისადმი. თუ კომპანია წამგებიანია და ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა არ შეაქვს — მის ქონებას აყადაღებენ. მასთან ერთად, ბიუჯეტის საკუთრება ხდება იქ დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების საკუთრებაც.


image




10. დუბაი ყველასთვის ღიაა


საიმიგრაციო ბიუროს მონაცემებით, დუბაიში, დაახლოებით, 150 ათასი მუშა ცხოვრობს. ძირითადად, ისინი მესამე სამყაროს ქვეყნების წარმომადგენლები არიან და უნდა ითქვას, რომ მათ ცხოვრება საშინელ პირობებში უწევთ: ერთ ოთახში შეიძლება 10 ადამიანიც ცხოვრობდეს, თან ყოველგვარი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე.


image


როგორც ხედავთ, დუბაი კონტრასტების ქალაქია: ახლო აღმოსავლეთის უპირველესი და მდიდრული ქალაქი, გარედან მოკაშკაშე და შიგნიდან – ბნელი. მაგრამ, ნუ შეგეშინდებათ იქ მოგზაურობის. ის ხომ სწორედ ტურისტებისთვის არის შექმნილი?! მთავარია, საცხოვრებლად არ დარჩეთ, – ვისაც ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს, იქ ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ არის!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageმსოფლიოს მე-8-ე საოცრება
დუბაი - ყველაზე ძვირადღირებული და ექსცენტრიული ქალაქი მსოფლიოში

მსოფლიოს 30 ულამაზესი ქალაქი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს


1
1751
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1751
  
2018, 20 დეკემბერი, 23:07
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1