x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
"XXI საუკუნე რუსეთს ბევრ უბედურებას მოუტანს" – ელენა ბლავატსკაიას გაფრთხილება

ელენა ბლავატსკაიას (1831–1891 წწ.) ერთ–ერთ ყველაზე იდუმალ პიროვნებად ასახელებენ რუსეთის ისტორიაში. პოპულარული «საიდუმლო დოქტრინის» ავტორმა და თეოსოფიური საზოგადოებების დამფუძნებელმა ქალბატონმა მეტად საოცარი ცხოვრებით იცხოვრა. ალბერტ აინშტაინს მისი შრომების კითხვა და გადაკითხვა უყვარდა. ხოლო, ლ. ტოლსტოის, მის ციტატების, საკუთარ ნაწარმოებებში ჩართვა არ ერიდებოდა. ამასთან, «რუსული სფინქსის», როგორც მას ეძახდნენ, ზოგიერთ თამამ იდეას, ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაცია დღემდე არ გააჩნია. მათ შორის, მის წინასწარმეტყველებასაც, რომელსაც ზოგიერთები უზენაესი წყაროდან მიღებულ ცოდნად, სხვები კი – მისტიფიკაციად თვლიან.


image


ბლავატსკაიამ წინასწარმეტყველების ნიჭი, ჯერ კიდევ, ბავშვობაში გამოავლინა. მას ყველგან უცნაური ხმები ესმოდა და ხილვები ჰქონდა. ხოლო, მისი სიზმრები ძალიან ხშირად ხდებოდა. ამ ყველაფრისთვის, რაიმე სახის ახსნის მოსაძებნად, მომავალი მწერალი და თეოსოფოსი, წარსულში ცნობილი, დიდი მისტიფიკატორების შრომებს კითხულობდა. მაგრამ, საკუთარ კითხვებზე პასუხი, მხოლოდ ტიბეტში მიიღო, მას შემდეგ, რაც ბუდისტი ბერების საიდუმლო ცოდნას ეზიარა.


1888 წელს მისი მრავალტომიანი ნაშრომი «იდუმალი დოქტრინა» გამოიცა, რომელშიც «უძველეს მასწავლებლებზე» დაყრდნობით, ელენა ბლავატსკაია საკუთარ გამოცდილებას აჯამებს. ამასთან, ისე მოხდა, რომ მან XXI საუკუნეში გაკეთებული რიგი აღმოჩენაც იწინასწარმეტყველა.


მაგ., ფ. კრიკამდე და ჯ. უოტსონამდე, ბევრად უფრო ადრე, დნმ–ს მოლეკულური სტრუქტურა აღწერა, იწინასწარმეტყველა სამყაროს გაფართოება და ატომის გაყოფა. ასევე, გლობალური დათბობის პერსპექტივა და რაც ყველაზე საოცარია, შეეცადა დროისა და სივრცის ურთიერთკავშირის დასაბუთებას.



სამეცნიერო აღმოჩენების გარდა, ცნობილია ბლავატსკაიას არაერთი წინასწარმეტყველებაც. ის XX საუკუნეში საშინელ და ამავდროულად, უდიდეს მოვლენებს წინასწარმეტყველებდა. თუმცა, დღეს, შექმნილი სიტუაციის გამო, მის შრომებში უფრო მეტად პასუხებს რუსეთ–უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ეძებენ. იქ კი, შავით–თეთრზე წერია, რომ XXI საუკუნის I ნახევარი რუსეთს ბევრ უბედურებას მოუტანს. მან დაინახა, როგორ იწოდა ქალაქები (ეს, შეიძლება, ომის ან რაიმე სახის კატაკლიზმის შედეგი იყოს)... რასაც ქვეყნის განვითარების, რამდენიმე წლით, უკუსვლა მოჰყვება და ხელშესახები ცვლილებები 2030 წლამდე არ იქნება. შედეგს არ გამოიღებს უბრალო ადამიანებისთვის ცხოვრების გაუმჯობესების ყველა მცდელობა. ამიტომ ბევრი, უკეთესი ცხოვრების საძებნელად, ემიგრაციაში წავა...


რაც შეეხება წინასწარმეტყველებას გლობალური მასშტაბით, «იდუმალი დოქტრინის» ავტორი დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან, კაცობრიობა მტრობაზე უარს იტყვის და ხალხებს შორის, ჰარმონია დაისადგურებს.


იუნესკოს ინიციატივით, 1991 წელი ელენა ბლავატსკაიას ხსოვნის წლად გამოცხადდა. მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ ასი წლის შემდეგ, კაცობრიობა გარკვეულწილად მიუახლოვდა ცოდნას, რომელიც ამ გენიალური ადამიანის ნაშრომებშია გადმოცემული.


image

არხის სხვა სიახლეები:


* როდის დამყარდება მშვიდობა? – უკრაინელი ასტროლოგის პროგნოზი

* "შეიარაღებული და ძალზე საშიში"– 10 ფაქტი მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქვეყნების შესახებ

* იყო თუ არა სტალინი ფრონტზე? – რა არის ცნობილი, დიდი სამამულო ომის დროს, მისი ბრძოლის წინა ხაზზე ვიზიტების შესახებ

* 5 ყველაზე უცნაური არმია ისტორიაში, რომლებიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა

* ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება

* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე

0
2951
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2951
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0