სხვა აფორიზმები სიკარგის, სიმართლისა და სიკეთის შესახებ... 2022, 31 მარტი, 0:41 " კარგი საქმე კაცსა ზედა, აზომ თურმე არ წახდების"
"ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად".
"უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია"
"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!"
"მაგრა თქმულა: კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების!" რუსთაველმა დაგვიტოვა ისეთი საკაცობრიო გმირები, რომლებსაც არ შეუძლიათ გულგრილად უყურონ ბოროტებას და სიმახინჯეს, თუ საჭირო გახდება, მათ ურჩევნიათ შეეწირონ სიმახინჯის წინააღმდეგ ბრძოლას, ვიდრე უყურონ სიმახინჯეს. თუმცა არც ერთ ბრძოლაში ისინი არ დამარცხებულან. ადამიანი როცა სამართლიანია, ზრუნავს სოფელზე, მამულზე, კეთილი გზით დადის და იცის, რომ კეთილ საქმეს დაიმკვიდრებს, ის ყოველთვის მხნედ და ხალისიანად არის, რაც სიცოცხლეს უხანგრძლივებს.ასეთ ადამიანს არაფრის ეშინია და ამ გაგებითაც არის კარგი. სამართლიანი და კეთილი საქმის კეთება - საბოლოოდ გამარჯვების საწინდარია. რუსთაველმა დაგვარიგა, რომ სიკარგის, სიმართლის, სიკეთის გამარჯვება და ცუდი საქმის, უსამართლობის, ბოროტის დამარცხება იოლად, ია-ვარდებით დამშვენებული გზით კი არ მოდის, არამედ ბრძოლითო. მან ბოროტების მოსპობა მშვენიერებისათვის მებრძოლ ისეთ ადამიანებს დაავალა, როგორებიც იყვნენ მისი გმირები და გვირჩია- ცხოვრება ბრძოლის ველია და ვისაც გამარჯვება უნდა, კეთილ გზაზე იაროსო. კეთილი საქმე მზესავით ანათებს, მზესავით ძლიერია და ბოროტებასთან მისი საბოლოო გამარჯვება ისეა გარანტირებული, როგორც მზის ამოსვლისთანავე სინათლის გამარჯვება სიბნელეში. 503 შეფასება არ არის
|