x
image
მაკა ნიკვაშვილი
"არ გაინტერესებთ რამდენად ყალბია კალაძის ქცევა? მოდით შევამოწმოთ"- რა ინიციატივით გამოდის ირაკლი ოქრუაშვილი

image


უკრაინაში, პუტინის ომში მებრძოლი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ქალაქ ირპენთან, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას დაღუპული ქართველი გმირების, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით ხელისუფლების დუმილს სოციალურ ქსელში ეხმაურება და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გულწრფელობის დასადგენად, საზოგადოებას მოუწოდებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალზე, მერიისგან უკრაინაში გარდაცვლილი ბიჭების სახელების ამოტვიფრა მოითხოვოს:


"სამწუხაროა უკრაინაში დაღუპულ გმირებს ძმათა სასაფლაოზე რომ არ კრძალავენ. იმავდროულად თბილისის მერი დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

არ გაინტერესებთ რამდენად ყალბია და ფარისევლური კალაძის ქცევა?

მოდით შევამოწმოთ.


ყველამ მოვითხოვოთ მერიისგან რომ უკრაინაში გარდაცვლილი ბიჭების სახელები ამოტვიფრონ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალზე, ისინი ხომ უკრაინაში საქართველოსთვის იბრძოდნენ." - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი.


ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ 2 ქართველი სამხედრო და­ვით რა­ტი­ა­ნი და გი­ორ­გი ბე­რი­აშ­ვი­ლი დაიღუპნენ. მათი ცხედრები საქართველოში 24 მარტს ჩამოასვენეს. დაღუპულ ქართველ მებრძოლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქალაქეები საქართველოსა და უკრაინის დროშებითა და სანთლებით დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდა ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.


რატიანის ოჯახის თქმით, დაღუპული გმირების მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის ნებართვის მისაღებად მათ ხელისუფლებას ოფიციალური წერილით მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. 26 მარტს გია ბერიაშვილი თემქის, დავით რატიანი კი ვარკეთილის სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.



0
1046
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1046