შოუბიზნესი ჯეისონ მომოამ ყოფილ ცოლთან, ლიზა ბონესთან შერიგების შესახებ ჭორები უარყო 2022, 30 მარტი, 13:19 ჯეისონ მომოამ უარყო ჭორები ცოლთან, ლიზა ბონესთან შერიგების შესახებ, მას შემდეგ რაც კეიტ ბეკინსეილთან ოსკარის დაჯილდოების შემდგომ წვეულებაზე ფლირტის დროს დააფიქსირეს. ჯეისონ მომოამ და ლიზა ბონემ 2022 წლის იანვარში 16 წლიანი ურთიერთობის (და ოთხი წლის ქორწინების) შემდეგ დაშორების შესახებ განაცხადეს. თუმცა, მედიაში მალევე გაჩნდა ჭორები, რომ ისინი ცდილობდნენ ქორწინების გადარჩენას და გადაწყვიტეს ურთიერთობისთვის მეორე შანსი მიეცათ. მსახიობების სოციალური ქსელებიდან დაშორების შესახებ პოსტები გაქრა და წყვილთან დაახლოებულმა წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი კვლავ ერთად ცხოვრობდნენ. თავად ჯეისონმაც თქვა, რომ ის და ლიზა ჯერ კიდევ ერთი ოჯახი არიან. თუმცა, ოსკარის შემდგომ წვეულებაზე მსახიობი სხვა ქალის, მსახიობ ქეით ბეკინსეილის გარემოცვაში შენიშნეს. ინსაიდერების თქმით, მომოა მას ეფლირტავებოდა და ცერემონიაზე მეუღლის გარეშე გამოჩნდა. ხმები მეუღლესთან გაერთიანების შესახებ, მსახიობმა უარყო ჟურნალისტებთან Hollywood Access-თან ინტერვიუში. 141 1-ს მოსწონს
|