x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ღორებთან შეთანხმება შეუძლებელია" - ნათია ფანჯიკიძე

image

"სანამ ჩემს საქმეს შევუდგები, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ღორებთან შეთანხმება შეუძლებელია. შეთანხმებას აღწევენ მხოლოდ ადამიანები. ეს ურდო, რომ არა მათი მენდელეევის ტაბულით მდიდარი ნიადაგი, ველურ ტომად ტანტალის ღირსია განვითარებით" - წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

თურქეთში გუშინდელი შეთანხმების მიუხედავად, მოსკოვის მიერ ჯარების გაყვანის შესახებ, რუსებმა უმალ დაარღვიეს პირობა და უკრაინის მრავალ ქალაქზე, მათ შორის კიევზე და ჟიტომირზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით მასიური დარტყმები განახორციელეს. უკრაინის დედაქალაქში ღამით ძლიერი საარტილერიო და სარაკეტო იერიშის ხმა ისმოდა. CNN-ის ინფორმაციით, კიევის შემოგარენში ინტენსიური ბრძოლები იყო. უკრაინის და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იუწყებიან, რომ კიევის შემოგარენიდან რუსული სამხედროების გადაადგილება ჯარის პოზიციის შეცვლა უფრო იყო და არა გაყვანა, რომელიც უმალ რუსების წუხანდელი ქცევითვე დადასტურდა.
image"არავინ უნდა მოვიტყუოთ თავი კრემლის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომ ის მოულოდნელად შეამცირებს სამხედრო თავდასხმებს კიევის მახლობლად, ან ცნობებით იმის შესახებ, რომ ის აპირებს მთელი ძალების გაყვანას. იყო თუ არა რუსული ქვედანაყოფების რაიმე გადაადგილება კიევისგან მოშორებით ბოლო დღეებში? დიახ. ჩვენ ასე ვფიქრობთ. მცირე რაოდენობით, მაგრამ გვჯერა, რომ ეს პოზიციის ცვლილებაა და არა რეალური ჯარის გაყვანა და ყველანი მზად უნდა ვიყოთ, უკრაინის სხვა ტერიტორიებზე დიდი შეტევისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიევისთვის საფრთხე დასრულდა", -განაცხადა გუშინვე შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ
1
265
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
265
  
2022, 30 მარტი, 15:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1