x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ფინეთის მოსახლეობის 62%-ი მხარს უჭერს "ნატო"-ში შესვლას, არმია კი მოდერნიზებას ახდენს
image ფინეთმა რუსეთთან სარკინიგზო და საჰაერო მოძრაობა შეწყვიტა რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გამო.


გარდა ამისა ფინური არმია ინტენსიურად გადის წვრთვნებს, ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ ფინეთის არმიას ყველაზე მეტი საარტილერიო დანადგარი გააჩნია-1500 ერთეული.


ფინელებს კარგად ახსოვთ საბჭოთა კავშირთან ომის და მისი შედეგები, აქედან გამომდინარა ქვეყანას რომლის მოსახლეობა 5, 5 მილიონია მუდმივ მზადყოფნაში ჰყავს შეიარაღებული ძალები. ფინელები ბოლო პერდიოდში ინტენსიურად ახდენენ მოძველებული ტექნიკის შეცვლას ან მოდერნიზებას, ახლაც მოძველებული გამანადგურებლების "F-18 Hornet"-ის ნაცვლად აპირებენ შეიძინონ უახლესი "F-35", საუბარია 64 ერთეულ თვითმფრინავზე.


ამ ეტაპზე ფინეთს ჰყავს 22 000-იანი არმია, რომლის რაოდენობა ომის შემთხვევაში 280 000 მებრძოლს მიაღწევს, რადგან ქვეყანაში 900 000 კარგად მომზადებული რეზერვისტია, რეზერვისტობა ეხება ორივე სქესის წარმომადგენლებს.



პატარა ქვეყნისათვის ეს უზარმაზარი ციფრებია, მით უმეტეს როცა ამ პატარა ქვეყანაში რეზერვის პროგრამის გავლა ჯარში სრულფასოვანი წვრთვნების ტოლფასია.


ფინელების სამხედრო დოქტრინაში არმია განიხილება, როგორც თავდაცვითი ფუნქციის შემსრულებელი.


რუსეთის მიერ უკრაინის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, ფინელი მოსახლეობის 63%-ი მხარს უჭერს "ნატოს"-ს ალიანსში გაწევრიანებას.


საინტერესოა პუტინის რეჟიმი გაბედავს პატარა ფინეთზე თავდასხმას თუ ფინეთის "ნატო"-ში გაწევრიანების საკითხი დადგება დღის წესრიგში?


0
157
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
157