ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, კატალონიის "ბარსელონა" "ნიუკასლ იუნაიტედის" ჰოლანდიელი მეკარით ინტერესდება.
როგორც გამოსცემს ყოველდღიური გამოცემა Daily Mirror, "ბარსელონას" სურს, რომ ვიქტორ ვალდესი ტიმ კრულით ჩაანაცვლოს, თუმცა ამ ყველაფრის გაკეთებას "ბარსა" მომავალ ზაფხულში აპირებს.
ამასთანავე პრესის გამოცემით, კრული შესაძლაო უახლოეს მომავალშიც აღმოჩნდეს "ნოუ კამპზე" თუმცა მეორე მეკარის სტატუსით, რადგან ვიქტორ ვალდესი ჯერჯერობით ოპტიმალურად დგას კარში და "ბარსა" მომავალ ზაფხულამდე მის გაშვებას არ აპირებს.
რაც შეეხება მეორე მეკარეობას, კრულს ეს ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს, რადგან "ბარსას" ამჟამად 36 წლის პინტო ყავს მეორე მეკარედ, რომელიც კრულს ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ ტიმ კრული კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია, და ყველას აოცებს თავისი სეივებით.