x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
ყველაზე საიდუმლოებით მოცული ტუსაღი საფრანგეთის ისტორიაში: ვინ იმალებოდა რკინის ნიღბის ქვეშ

image


1703 წლის 19 ნოემბერს, ბასტილიაში გარდაიცვალა საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე იდუმალი ტუსაღი–"კაცი რკინის ნიღაბში". ვინ არის იგი-მეფის ძმა, დაკარგული ჰერცოგი თუ უცხოელი ავანტურისტი?

1669 წ. ბენინ დოვერნ დე სენმარი საფრანგეთის სახელმწიფო დამნაშავეებისთვის განკუთვნილი ციხის კომენდანტად მსახურობდა. ერთხელ მან მიიღო წერილი, რომელიც იტყობინებოდა ახალი ტუსაღის, ესტაშ დოჟეს გადმოყვანას. ახალი პატიმრისთვის ციხეში სპეციალურად მოაწყვეს ხმაგაუმტარი კამერა და წერილის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ პინიეროლის ციხეში მიიყვანეს ადამიანი: მას სახე დაფარული ჰქონდა რკინის ჩამკეტებიანი ხავერდის ნიღბით (ხავერდის ნიღაბი ლეგენდის ფორმირების მსვლელობის პერიოდში გადაიქცა "რკინის ნიღბად"). ამ მომენტიდან სიკვდილამდე, იდუმალი ტუსაღი კავშირში იქნება სენ-მართან: ის კომენდატთან ერთად (მისი ყოველ ახალ სამსახურში გადასვლასთან ერთად) გადადის სხვადასხვა ციხეში, სანამ 1698 წელს კომენდანტიც და პატიმარის არ აღმოჩნდებიან ბასტილიაში.


image


კამათი იმაზე, თუ ვის მალავდნენ ნიღბის ქვეშ, დღემდე არ წყდება. არსებობს 50-მდე ვერსია. შემოგთავაზებთ მათ შორის ყველაზე პოპულარულებს.


მეფის ძმა


ეჭვგარეშეა, ყველაზე გავრცელებული ვერსიაა, რომლის თანახმად, კაცი რკინის ნიღაბში იყო საფრანგეთის მეფის, ლუდოვიგო XIV-ს, "მეფე მზის" ძმა. ეს ვერსია პოპულარული გახდა ვოლტერის ისტორიული ნაშრომის "ლუდოვიგო XIV-ს საუკუნე" პუბლიკაციის შემდეგ.


image


თავის ნაშრომში იგი ვარაუდობს, რომ "რკინის ნიღაბი" შეიძლება ყოფილიყო მეფის დედის, ანა ავსტრიელის უკანონო შვილი. ვერსიები, რომლებიც ასე თუ ისე, პატიმარს "მეფე-მზის" ნათესაობას მიაწერს, უამრავია. ზოგი იზიარებს ვოლტერის აზრს, ზოგი ამტკიცებს, რომ "რკინის ნიღაბი" ლუდოვიგო XIII უკანონო შვილია. მესამენი ვარაუდობენ, რომ იდუმალი ტუსაღი ლუდოვიგო XIV-ს ღვიძლი ძმა, ტყუპისცალიც კი იყო და ორივე ან კანონიერი შვილი იყო ან ორივე ბასტარდი (ბასტარდი-დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გავლენიანი პირის უკანონო შვილი), უბრალოდ ერთს უფრო მეტად გაუმართლა. განსაკუთრებით ორიგინალურია მოსაზრება, რომ ნიღბის ქვეშ იმალებოდა არა ძმა, არამედ ლუდოვიგო XIV-ს მამა. საქმე იმაშია, რომ მემკვიდრის დაბადების მომენტში, ლუდოვიგო XIII და ანა ავსტრიელი ქორწინებაში იყვნენ უკვე 23 წელი და შვილი არ ჰყოლიათ. ამ ვერსიის თანახმად, მეფე უნაყოფო იყო და მეუღლეს ნება დართო შორეული ნათესავისგან ჩაესახა ბავშვი, რის შემდეგაც "მემკვიდრის" ნამდვილი მამა სატუსაღოში გაგზავნეს.


image

ლუდოვიგო XIII


image

ლუდოვიგო XIV

ლეგენდით სამეფო დინასტიასთან კავშირის შესახებ ნაპოლეონ ბონაპარტმაც ისარგებლა პირველი იმპერიის პერიოდში: ამ პერიოდში პოპულარული იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ "რკინის ნიღაბი" მაინც ლუდოვიგო XIII-ს უკანონო შვილი იყო, რომელსაც სენტ-მარგერიტის კუნძულზე გადასახლების დროს კავშირი ჰქონდა ციხის უფროსის ქალიშვილთან. ამ კავშირის შედეგად დაიბადა ბავშვი, რომელიც შემდეგ გაგზავნეს კორსიკაზე და მისცეს გვარი ბუანაპარტე. ეს მითი ერთმანეთთან აკავშირებდა იმპერატორ ნაპოლეონსა და მონარქიულ დინასტიას, აგრეთვე მის ძალაუფლებას ლეგიტიმურობას მატებდა.

თანამედროვე ისტორიკოსები ამ "ნათესაობის" ვერსიას სკეპტიკურად უყურებენ: არ არსებობს არანაირი დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებდა ლუდოვიგო XIV-ის რომელიმე სხვა ძმის არსებობას, კანონიერი ძმის-ორლეანელი ჰერცოგის ფილიპის გარდა.


იტალიელი ავანტურისტი


XVII საუკუნის ისტორიულ იტალიურ სახელმწიფოს-მანტუას მართავდა ჰერცოგი კარლ IV. იგი თავისუფალი ცხოვრების წესს მისდევდა და მონაწილეობას არ იღებდა სახელმწიფო საქმეებში, ამ მხრივ იგი თავის ფავორიტებს ეყრდნობიდა. ჰერცოგმა გაანიავა სახელმწიფო ხაზინა, მაგრამ გართობის შეწყვეტა არ სურდა, ამიტომ სასწრაფოდ სჭირდებოდა შემოსავლის წყარო. ამ სიტუაციით დაინტერესდა საფრანგეთის ელჩი ვენეციაში აბატ ესტრადა, რომელმაც ჩაიფიქრა დაეყოლიებინა კარლ IV საფრანგეთისთვის მიეყიდა საფრანგეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი კაზალე-მონფერატო. მაგრამ ასეთ გარიგებას შეიძლება პოლიტიკური სკანდალი გამოეწვია, ამიტომ აღნიშნული გარიგება საიდუმლოდ უნდა შემდგარიყო. ესტრადამ დახმარებისთვის ჰერცოგთან დაახლოებულ პირს-ერკოლ ანტონიო მატიოლის მიმართა, რომელიც დაინტერესებული იყო კარიერული წინსვლით და კარლ IV-თვის სამსახურის გაწევა სურდა. მატოლიმ მოაწყო საფრანგეთის ელჩისა და ჰერცოგის შეხვედრა მასკარადზე, სადაც შეთანხმდნენ ქალაქის გაყიდვაზე. მაგრამ მოლაპარაკება გამჟღავნდა და გარიგება ჩავარდა. ესტრადამ ღალატში დაადანაშულა მატიოლი. გარდა ამისა მანტუის გრაფს დარჩა დოკუმენტების ეგზემპლარები საფრანგეთის მეფის ხელმოწერით. საქმე საერთაშორისო სკანდალში იზრდებოდა. სწორედ მაშინ ლუდოვიგო XIV გადაწყვიტა დაეჭირა წარუმატებელი შუამავალი და მოეთავსებინა პინიეროლის ციხეში-აქედან იწყება ლეგენდა იმაზე, რომ თითქოს მატიოლი იმალებოდა ნიღბის ქვეშ. თუმცა პინიეროლის ციხეში გრაფი მოათავსეს 1679 წელს – "ესტაშ დოჟე"-ს პირველი ხსენებიდან 10 წლის შემდეგ. შემონახული დოკუმენტების მიხედვით იგი დაიღუპა 1687 წელს, სენტ-მარგერიტის კუნძულზე. მოკლედ, იდუმალი ტუსაღი ნიღაბში, დაკრძალეს 1703 წ. მაშიოლის სახელით, რასაც რიგი ისტორიკოსები განიხილავენ როგორც დადასტურებას "რკინის ნიღბისა" და გრაფის კავშირის შესახებ.

უცნაურად გამქრალი ჰერცოგი


ლუდოვიგო XIV-მდე, საფრანგეთს მისი მამა-ლუდოვიგო XIII მართავდა, მანამდე კი მისი მამა, ჰენრიხ IV. ჰენრიხ IV-ს ფავორიტისგან ჰყავდა უკანონო შვილი. ამ უკანონონო შვილსაც ჰყავდა შვილი, ჰერცოგი ფრანსუა დე ბოფორი.


image

ფრანსუა დე ბოფორი

ეს სამეფო დინასტიის "გვერდითი მოვლენა" ნათესავი შეთქმულების აქტიური წევრი იყო. ჯერ გამოდიოდა კარდინალ რიშელიეს წინააღმდეგ (ლუდოვიგო XIII-ს პირველი მინისტრი), შემდეგ კი კარდინალ მაზარინის წინააღმდეგაც. გაუნათლებელი, მაგრამ გულადი დე ბოფორი კეთილგანწყობით სარგებლობდა სამხედრო წრეებში და უბრალო ხალხში, მიიღო მეტსახელი "ბაზრების მეფე". თუმცა თავის ოპოზიციონერულ "შემოქმედებას" დე ბოფორი ლუდოვიგო XIV-ს გამეფებისას შეეშვა, გახდა სამაგალითო ხელქვეითი და თავი მიუძღვნა სამხედრო სამსახურს. 1669 წელს ჰერცოგი დაინიშნა საექსპედიციო კორპუსის მთავარსარდლად და გააგზავნეს კუნძულ კრეტაზე, ოსმალების მიერ დაკავებული კანდიას ციხე-სიმაგრის გასანთავისუფლებლად. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, იღბალი ფრანგების მხარეს იყო, თურქები უკან იხევდნენ. დე ბოფორი უმკლავდებოდა თავის მოვალეობებს, სანამ არ აფეთქდა დენთის საწყობი. აფეთქებამ არა მარტო საფრანგეთის ჯარების მთელი ბატალიონი გაანადგურა, პანიკაც დათესა: ფრანგები უკუიქცნენ ქაოტურად, დაივიწყეს მთავარსარდალი. როცა ყველაფერი მიწყნარდა, გაირკვა, რომ არავინ არაფერი იცოდა, თუ სად გაქრა ჰერცოგი. ვერც მისი გვამი იპოვეს. და ამ იდუმალმა გაქრობამ დაუდო საფუძველი დე ბოფორის "რკინის ნიღაბს".


image


ამ ვერსიის მომხრეები ვარაუდობდნენ, რომ ჰერცოგი "მოიტაცა" კოლბერის ძმამ, რომელიც იმ მომენტისთვის ფაქტიურად მართავდა საფრანგეთის ხელისუფლებას და ბოფორის მიმართ აშკარად ცუდად იყო განწყობილი. თუმცა ამ ლეგენდის დამადასტურებელი საბუთები ისტორიკოსებმა ვერ აღმოაჩინეს.


საქმე ინგლისშია

უკანონო შვილებს არა მხოლოდ საფრანგეთის მონარქებს მიაწერდნენ. ერთ-ერთი ვერსიით ნიღბის ქვეს იმალებოდა ინგლისის მეფის, კარლ II-ის ბასტარდი–ჯეიმს მონმაუტი.


image

ჯეიმს მონმაუტი.

ინგლისის მმართველს უყვარდა თავისი შვილი, მაგრამ მისი არსებობა კარლ II-ის უმცროსო ძმის, იაკობის ამბიციებს ემუქრებოდა, რომელიც მონარქის კანონიერი შვილების არყოლის შემთხვევაში გახდებოდა ტახტის მემკვიდრე, მაგრამ ხელქვეითებს შორის ის პოპულარობით არ სარგებლობდა. ბიძამ აიძულა მონმაუტი დაეტოვებინა ინგლისი. მონმაუტის არყოფნის დროს გარდაიცვალა კარლ II, ტახტზე ავიდა იაკობ II, სწორედ ის არაპოპულარული ჰერცოგი. მისი კორონაციის წელს სამშობლოში დაბრუნდა წინა მეფის უკანონოდ შობილი ვაჟი. მან შეკრიბა ჯარი და უბრალო ხალხი, რომელიც მისდამი სიმპატიით იყო განწყობილი, რასაც ვერ ვიტყვით არისტოკრატიასა და პარლამენტზე. მაგრამ ჯეიმსი ვერ გაუმკლავდა იაკობ II-ის ძლევამოსილ არმიას და ბრძოლის ველიდან გაიქცა. გარკვეული დროის შემდეგ შეიპყრეს და 1685 წელს სიკვდილით დასაჯეს ხალხის თვალწინ.


image


მაგრამ სად არის აქ კავშირი "რკინის ნიღაბთან" და საფრანგეთთან? ის ვარაუდი, რომ საფრანგეთის ციხის იდუმალი ტუსაღი მონმაუტი იყო, გამოთქვა მწერალმა პულენ დე სენ-ფუამ. მისი აზრით, ჯეიმსის სამეფო წარმოშობას საიმედოდ უნდა დაეცვა იგი სიკვდილით დასჯისგან, და ამიტომ სახალხოდ მისი ორეული დასაჯეს, ნამდვილი ჯეიმს მონმაუტი კი ციხეში მოათავსეს რკინის ნიღბით. როგორც ხვდებით, არც თუ ისე დამაჯერებელი ვერსიაა.


სხვა პრეტენდენტები


როგორც უკვე ვახსენეთ, "რკინის ნიღბის" პრეტენდენტები 50-ზე მეტი ისტორიული პიროვნებაა. ჩამოთვლილის გარდა, მათ რიცხვში არიან, მაზარინი, კარდინალ მაზარინის შვილი, ლუდოვიგო XIV-ს პირველი ცოლის შავკანიანი საყვარელი, ლუდოვიგო XIV-ს პირველი ცოლის უკანონო შვილი შავკანიანი საყვარლისგან, მწერალი მოლიერი, უცნობი ქალბატონი, ან სულაც ანონიმი ბოროტმოქმედი, რომელიც კანის კიბოთი იყო დაავადებული.


image


ასე რომ, თავის ვერსიებს წარმოადგენენ მეცნიერები, მწერლები, შემოქმედები, თუმცა დანამდვილებით იმის დადგენა, თუ ვინ იყო ნამდვილად დატყვევებული ადამიანი, ისტორიკოსებმა დღემდე ვერ შესძლეს.






იქნებ დაგაინტერესოთ:





ოთხი საიდუმლო კარი, რომელთა გაღება არ შეიძლება

image


3000 წლის წინ ამ ხალხის არმიამ მთელი ახლო აღმოსავლეთი შეაზანზარა

image


მშობიარობა ყველას თვალწინ - წარსულის უცნაური წესები და მეთოდები

image


როგორ გაჩნდა ევროპაში მოდა უზარმაზარ პარიკებზე და რა შუაშია აქ ტილები და სიფილისი

image


რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში

image


სასახლის ეტიკეტის დაცვის დროს გარდაცვლილების ნაღვლიანი ისტორიები

image


სად გაიტანეს და გადამალეს განძი, ქრისტეს უქონელმა რაინდებმა-ტამპლიერებმა (ნაწილი I)

image


ვერსიის მიხედვით, ამ ქვეყნების ნახტომისებური განვითარება ტამპლიერების დამსახურებაა (ნაწილი II)

image


საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ

image







0
625
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
625