კონფლიქტები "იცით რატო მკიდია რა შედეგით დასრულდება უკრაინაში ომი"? - ედუარდ ჯიშკარიანი 2022, 26 მარტი, 19:15 ვიცე-პოლკოვნიკი და სამხედრო ვეტერანი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს: "იცით რატო მკიდია რა შედეგით დასრულდება უკრაინაში ომი?
იმიტომ, რომ დღეს უკრაინას მართავს ნაცანალური მოძრაობა-2, რომელსაც საქართველოში აქვს ;ომის პარტიად; წოდებული ფილიალი და რომლის უახლოესი ამოცანაა, რაც არ უნდა დაუჯდეს, რუსეთის დასავლეთში წამოწყებული ომი გადმოიტანონ სამხრეთში.
რატომ ცდილობს ამას?
მარტივია...
ორ ფრონტზე ომის წარმოება გაუჭირდება რუსეთს.
მაგრამ თუ უკრაინაში მისი უზარმაზარი ტერიტორიების, ქალაქების, სოფლების და დასახლებული პუნქტების გამო რუსეთს უზარმაზარი რესურსის გამოყენება ჭირდება?
საქართველოს შემთხვევაში იმდენი რაკეტა და საავიაციო ჭურვი დაჭირდება, რამდენიც ხარკოვზე ან მარიუპოლზე გამოიყენა მხოლოდ, რაც საქართველო საერთოდ გასწორებს მიწასთან.
და იცით რაში ჭირდებათ უკრაინაში არსებულ ნაცანალურ მოძრაობა-2 ს და საქართველოში არსებულ ;ომის პარტიას; საქართველოს მიწასთან გასწორება?
ამის შემდეგ, მათ უფლება ექნებათ გაეროს და ეუთოს ეგიდით რუსები ქართველების გენოციდში დაადანაშულონ და საერთაშორისო ძალების(თუნდაც სამშვიდობო ძალების ეგიდით) გამოყენების ლეგიტიმაცია მიიღონ.
ამ ლეგიტიმაციის მიღებისთვის კი, ღია და ფართომაშტაბიანი გენოციდია საჭირო.
რატომ არის აუცილებელი ლეგიტიმაცია?
ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ;დემოკრატიობანას; თამაშობენ, ამიტომ თავიანთ ამომრჩეველს უნდა აჩვენონ მიწასთან გასწორებული საქართველო, რადგან მათი ამომრჩეველი და პოლიტიკური პარტიები უკრაინა-რუსეთის ომს ისე აღითქვამს, როგორც შიდა დაპირისპირებას....
თან 50 მილიონიან ერში ძნელია გენოციდის მკვეთრი სურათის შექმნა, მითუმეტეს, რომ მისი მოსახლეობის 50% ისევ რუსია....
აი საქართველო კი ., .... !
თან პატარა ერი, რომელთა ენა, რელიგია, კულტურა, ცივილიზაცია, ღვინო, სიმღერა, ცეკვა და აშ, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის მიჩნეული....
ნუთუ კითხვები არ გაგჩენიათ, როცა უკრაინა და რუსეთი უკვე თვეზე მეტია ომობს და ომს არ უცხადებენ ერთმანეთს?
არც ევროპა წყვეტს რუსული ენერგო მატარებლებით ვაჭრობას, რაშიც მილიარდებს უხდიან რუსეთს?
თან ასეთ ომში, არცერთი მხარე არ ეხება იმ ენერგო გამტარ მილებს, რომლებიც საომარი მოქმქმედებების ეპიცენტრში გადის?
ორი დღის წინ ერთ ბრიტანელ გენერალს უსმენდი, სადაც მან ერთი საინტერესო რამე თქვა:
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთი ამ საჩხუბარ რინგზე, ცალ-ხელ-შეკრული გავიდა, რადგან დღემდე არ გამოუყენებია უკრაინაში მის ხელ არსებული ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი იარაღი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს უფრო ღირსეულ მოწინააღმდეგისთვის ინახავს თავის პოტენცილს.
თან იმ ფონზე, როცა ჩვენი დივერსანტი ;ომის პარტიები; და ტელევიზიები 24/7 ამტკიცებენ(რომელთა წარმომადგენლებსაც ერთი დღე არ უომიათ საქართველოში წარმოებულ ომებში), რომ ცხინვალი და აფხაზეთის ბაზები დატოვა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დროა დავარტყათ, შევიდეთ და აშ....
სინამდვილეში კი, ყველა ეს სამხედრო ბაზები გადასულია ყაზარმულ რეჟიმზე და თან აქტიურად მიმდინარეობს მათი ბაზებზე არსებული საწვავის დამატებითი რეზერვებით შევსება.
სამხრეთის ფრონტი კი ყველას აწყობს ჩვენს გარდა:
- ევროპელები ცოტათი დამშვიდდებიან, რადგან დაპირისპირების ცენტრი შუაგულ ევროპიდან აქეთ, სამხრეთით, აზია-ევროპის გასაყარზე გადმოიწევს და მათი ენერგო გამტარი მილებიც უფრო უსაფრთხოდ იქნება.
- ხოლო რუსეთი ბოლობოლო ნახავს თავისუფალი, შეუზღუდავი მოქმედების არეალს. სადაც მას ექნება თავისი ახალი შეიაღაღების გამოყენების და მსოფლიოსთვის თავისი პოტენცციალის დემონსტრირების საშუალება.
თან თუ ჩვენ დავარტყით, პუტინს უკვე აღარ გაუჭირდება, თავისი მოსახლეობისთვის ახსნა, თუ რატომ ხოცავს უკრაინაში უკრაინელებთან ერთად რუსებს, რადგან მათვის ჩვენ ჩვეულებრივი "ჩორნაჟოპები" ვართ.
(გაიხსენეთ 2008 წლის ომი, როცა პუტინის რეიტინგი 45% დან 75% -მდე გაიზარდა).
ხოდა ყველაფერი ამის ფონზე, იმედია საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა(ამ გადასახედიდან ყოფნის) გონიერება და პირიქით ითამაშებს ამ პარაზიტების თამაშს და უბრალოდ დაელოდება შედეგებს.
- გაუგზავნოთ ჰუმანიტარული დახმარება....
- შეშფოთება-აღშფოთების წერილები....
- გაეროში, ეუთოში თუ ჰააგაში შესატან საჩივარზე ჩვენც მოვაწეროთ ხელი.....
- სამძიმარი გამოუცხადოთ დამარცხებულს.....
- თუ საჭიროა, გაუღიმოთ გამარჯვებულს.....
ისევე, როგორც ჩვენ გვისამძიმრებდენ გავლილი წლების განმავლობაში და რუსეთთან თანამშრომლობას არ წყვეტდენ, მათშორის უკრაინაც.
- ასე არ იქცეოდენ და იქცევიან ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და მთავრობები? ვისწავლოთ ჩვენც ბოლობოლო?!
საქართველოში არსებული ;ომის პარტიისთვის; კი ეს ერთგვარი შურისძიება იქნება ქართველ მოსახლეობაზე, რადგან მათ ზურგი აქცია.
თან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში "ლევილის მამულებს" მიიღებენ ისევე როგორც საუკუნის წინ, თავისი ფინანსური კომპესაციით და იცხოვრებენ "ევროპულად", რადგან მათვის მცნება -სამშობლო- ისედაც უცხოა.
მგონი ავხსენი, თუ რატომ მკიდია, თუ რითი დასრულდება ომი იქ, სადაც ჩემი ქვეყნის განადგურებას გეგმავენ თავისის გადასარჩენად.
P.S. არის ასეთი ოქროს წესი ცხოვრებაში:
- კაცი რომ იხჩობა, რათქმაუნდა უნდა შეეცადო, რომ გადაარჩინო. ოღონდ ისე უნდა მიუდგე, რომ შენც არ ჩაგითრიოს და ორივე არ დაიხჩოთ, ან შენ დაიხრჩო და ის გადარჩეს შენი გვამის გამოყენებით".
745 3-ს მოსწონს
|