x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კადიროვმა თქვა, თუ როგორ უმკლავდება ჩეჩნეთის სპეცრაზმი მარიუპოლში დაჭერილ ნაციონალისტებს

imageრამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი მეთაურის აპტა ალაუდინოვის მოხსენებით მარიუპოლში მიმდინარე ბრძოლების შესახებ. მან ისაუბრა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე და ამოცანებზე, რომლებიც მათ ვითომ და უნდა გადაჭრან.


ბოლო დღეებში მათი დაუდგენელი ცნობნით მარიუპოლში ჩეჩნურმა ქვედანაყოფებმა დაატყვევეს: სნაიპერი, სამი საარტილერიო მსროლელი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი ქვეითი მებრძოლი. კადიროვცებმა თქვეს, თუ როგორ ეპყრობიან პატიმრებს: მათ განიარაღებენ, დაკითხავენ და შემდეგ გადასცემენ LPR-ის სახალხო მილიციის ნაწილებს.


გარდა ყოველდღიური საბრძოლო ამოცანებისა, აფტა ალაუდინოვის ქვეშევრდომებს სამოქალაქო საკითხების გადაწყვეტაც უწევთ. ისინი მშვიდობიანი მოსახლეობას გადასცემენ რუსული მხარის და პირადად ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მიერ გამოგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას და მედიკამენტებს. ისინი ასევე აწყობენ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას საომარი მოქმედებების ზონებიდან. მეთაურის თქმით, „ნაციონალისტების მიერ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა ათიათასს აღწევს“.



0
453
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
453