x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ აწამებდნენ ომის დროს ტყვე ქალებს +15
მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პერიოდი იყო, რომელსაც შეეწირა მილიონობით ადამიანის სიცოცლხე, ათობით ათასის ცხოვრება და მომავალი კი უბრალოდ დამახინჯდა. მეომარი ყოველი მხარე იდენდა ათას სისასტიკეს, რომელთაც შემდეგ ომით ამართლებდა, თუმცა არცერთ ომს არ აქვს გამართლება.



image



განსაკუთრებით ნაცისტები გამოირჩეოდნენ ომის დროს ჩადენილი სისასტიკით, რაზეც ბევრი დოკუმენტური მასალა თუ ფილმია გადაღებული, სადაც ნათლად ჩანს გერმანელი ჯარისკაცების უგულო და ყველაზე გაუმართლებელი მოპყრობა ტყვეების მიმართ.



ერთ-ერთი მაღალი რანგის გერმანელი ოფიცერი იხსენებს, თუ რა ბრძანებები გაიცემოდა ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ქალების მოსაპყრობად. ძირითადად კი ბრძანება იყო ერთ სიტყვიანი- "დახვრიტეთ"! მსხვერპლი ქალების გვამებში კი ყველაზე მეტად აღმოჩენილი იქნა "წითელი არმიელი" ქალბატონები, მედდები, სხვადასხვა სამხედრო წოდების მანდილოსნები, რომელთა სხეულებზე უსასტიკესი მეთოდით წამების კვალს ადვილად დაინახავდით.





სოფელ სმაგლეევკის მცხოვრები იხსენებს:




როდესაც ჩვენს სოფელს ნაცისტების ჯარისკაცები მოადგნენ, მათ ბევრი დახოცეს. მკვეთრად მახსოვს ერთ-ერთ მძიმედ დაჭრილ ქალბატონს, რომელიც ალბათ ისედაც განწირული იყო, რა სისასტიკით მოექცნენ. მათ ის გააშიშვლეს, გაათრიეს გარეთ და შემდეგ ყველას თვალწინ დახვრიტეს. თუმცა, სანამ დახვრეტდნენ, სასტიკად აწამებდნენ და ამით დიდ სიამოვნებას იღებდნენ. ახლაც თვალწინ მიდგას მისი დასახიჩრებული და სისხლიანი სხეული.


imageimageimage




იყო ასევე სხვა შემთხვევები, ქალებს აშიშვლებდნენ და ყინვაში ტოვებდნენ, თითქოს ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ვინ რამდენხანს გაძლებდა.


image





რასაკვირველია, ტყვეებს მუდმივად აუპატიურებდნენ. თუ გოგონა, რომელსაც გერმანელი ჯარისკაცების მთელი არმია ზედიზედ არაადამიანური მოპყრობით გააუპატიურებდა და ამით არ მოკვდებოდა, თავში ტყვიით კლავდნენ.


image





მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უმართლებდათ ქალებს, რომლებიც მაღალ ჩინოსნებს თავისთან სამუშაოდ (რეცხვა, სადილი, დალაგება) მიყავდათ, თუმცა ეს ქალური შრომა მათ მაინც ვერ ათავისუფლებდა გაუპატიურების ფაქტისგან.

image





ყველაზე სასტიკი ადგილი ბანაკი №337 იყო. იქ პატიმრები საათების განმავლობაში ყინვაში ნახევრად შიშვლები მუშაობდნენ, ვინც დროულად და კარგად ვერ შეასრულებდა თავის სამუშაოს, კლავდნენ. დღეში 700 პატიმარი იღუპებოდა.


imageimage




☇ ქალებისთვის შრომაზე მოთხოვნა, არაფრით განსხვავდებოდა მამაკაცებისგან. ქალებიც ისევე და უფრო მეტად შრომობდნენ ფიზიკურად, რომელთაც გენერლების და მაღალი რანგის ოფიცრების ცოლები აკონტროლებდნენ. მათ ისინი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და მასიურად დასცინოდნენ. რის გამოც ბანაკი №337 -ის ზედმეტსახელი იყო "კანიბალი".


image


გარდა არაადამინური მოპყრობისა, ბანაკებში იყო ანტისანიტარული პირობები, რაც დაჭრილი და დაუძლურებული ტყვეების სიცოცხლეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნიდა. თუმცა, ტყვეები არ გასცემდნენ ქვეყნის საიდუმლოს თუნდაც ამ წამებიდან თავის დაღწევის მიზნით და გმირულად იღუპებოდნენ, სწორედ მათი თავდადება გახდა გამარჯვების მიზეზი.





იხილეთ აგრეთვე:


რატომ ეხურათ გერმანელ ჯარისკაცებს რქიანი ქუდები? ომის საიდუმლოს ფარდა აეხადაimage





ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორიაimage





როგორ იპოვა CIA–მ გაქცეული ჰიტლერი კოლუმბიაში 1954 წელსimage





მედიცინა ნაპოლეონის ომის დროს- ის, რისი გაგონებაც გაგაკვირვებთimage




ვარცხნილობა "აპარსული ზოლის" საშინელი ისტორიაimage





ანტიამერიკული პროპაგანდა ჩრდილოეთ კორეაში. საშინელი პროპაგანდისტული პლაკატები +15image




0
699
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
699
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0