x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მედიცინა ნაპოლეონის ომის დროს- ის, რისი გაგონებაც გაგაკვირვებთ
ომი არა ხალხთა, არამედ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაა, სადაც ადამიანები ერთმანეთის მტრები ხდებიან არა მარტო როგორც მოქალაქეები, როგორც ჯარისკაცები და საკუთარი ქვეყნის დამცველები. ომის მიზანი მტრული სახელმწიფოს განადგურებაა, რომელსაც ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება.


image


მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.


დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ მედიცინის განვითარებაზე ნაპოლეონის ომის დროს, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი სამხედრო მედიცინას, ქირურგიასა და ანესთეზიას მედიცინის ისტორიაში.



ფაქტი, რომ მედიცინის განვითარებასა და პრაქტიკულ მხარეს საფუძველი ომების პერიოდში ჩაეყარა, უტყუარია. თანამედროვე ადამიანებისთვის ეს ეთიკური საკითხი წარმოუდგენელია, ვინაიდან საუკუნეების წინ კიდურების გარეშე სისხლში მცურავი ადამიანის დახმარება ყოვლად შეუძლებლად გამოიყურება. საბედნიეროდ, გასული საუკუნის მოვლენებმა შეინარჩუნა საკმარისი მტკიცებულებები, რომ ომის გარეშე თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და მეცნიერული მიღწევები, როგორიც დღეს გვაქვს, კურსს ვერ აიღებდა.


თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამხედრო მედიცინა უძველესი დროიდან არსებობს, რომელიც თვითნებურად ჩამოყალიბდა. ომის დროს მიღებული დაზიანებები რადიკალურად განსხვავდებოდა იმ შემთხვევებისაგან, რომლებზე დაკვირვებაც ოჯახის გარემოში ექიმების მიერ ხდებოდა. ბრძოლის ველის მედიცინას აქვს საკუთარი მახასიათებლები, პირველ რიგში მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების ორგანიზება: აუცილებელი მედიკამენტებისა და ხელსაწყოების მიწოდება; დაჭრილის ჰოსპიტალიზაციის პირობები; სანიტარული ნორმები; ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობა და მხოლოდ ამ სათანადო პირობების დაცვის შემდეგ ჰქონდა უფლება კვალიფიციურ ექიმს გაეწია დახმარება დაზარალებულისთვის (დაშავებული).


პირველად, "სამხედრო სწავლების სამკურნალო სკოლა" რუსეთში 1657 წელს დაარსდა. ომის დაწყებამდე კი იხსნებოდა დროებითი სამხედრო საავადმყოფოები. 1716 წელს შეიქმნა ნაშრომი, რომელიც შეიცავდა ექიმების მიერ გაზიარებულ დეტალურ აღწერას, თუ როგორ ხდებოდა დაჭრილი ჯარისკაცების შველა მაშინ, როცა ანესთეზიის გამოგონების საკითხიც კი არ იყო წამოჭრილი. ამიტომ, სამედიცინო დახმარების ალგორითმი ტექნიკური შესაძლებლობებისა და ცოდნის მოცულობის სიმცირის გამო სრულყოფილებისგან შორს იყო.



image



XIX საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული იყო ფრანგული სამხედრო მედიცინა. ფრანგებმა (ნაპოლეონის ომის დროს) არამარტო გეოპოლიტიკური ძლიერი ცვლილებები შეიტანეს მთელს ევროპაში, არამედ დიდი წვლილი მიუძღვით სამხედრო–საველე პირობებში ინოვაციურ მეთოდებში, ორგანიზაციულ ქირურგიასა და ანესთეზია, ასეპტიკის დანერგვის პროცესში.




ნოვგოროდელი არქიმედე.


კომფორტული პროთეზის შექმნა, რომელსაც შეეძლო დაკარგული კიდურების ჩანაცვლება, უძველესი დროიდან განხორციელდა. უძველესი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდიტე იხსენებს სპარსეთის ჯარში მსახურ ვინმე ჰეგესისტრატეს, რომელმაც ფეხის ხის პროთეზი გაიკეთა. რომაელი ისტორიკოსის პლინიუსის ცნობით, ომში, მეთაურმა დაკარგა ხელი, რომლის ფუნქციაც ფარით ჩაანაცვლა, მოგვიანებით სწორედ ამ ფარისგან შეიქმნა პირველი რკინის პროთეზი (ხელის). ხელის რკინის პროთეზი, რომელიც 1509 წელს შეიქმნა, შეგიძლიათ ნიურნბერგის მუზეუმში ნახოთ. 1552 წელს კი ფრანგმა ქირურგმა, თანამედროვე მედიცინის ფუძემდებელმა მამამ ამბრაუზო პარემ (1510-1590) წყვილი პროთეზი შექმნა, რომელიც მუხლიდან იწყებოდა და ჰქონდა სამაგრები.


თუმცა, დაკარგული კიდურები პროთეზით, პრაქტიკულად "ნოვგოროდელმა არქიმედემ" ივან პეტროვიჩ კულიბინმა ჩაანაცვლა. (10 აპრილი 1735 — 30 ივლისი 1818) 1788 წელს, ოჩაკოვის ომში შტურმის დროს დაშავდა ჩვიდმეტი წლის სერგეი ნეპეიცინი, რომელმაც ფეხი დაკარგა მუხლს ზემოდან. ძალიან ახალგაზრდა ომის გმირის დატოვება ლერწმის პროთეზის ამარა არ შეიძლებოდა, ამიტომ კულიბინმა 1791 წელს შექმნა მექანიკური პროთეზი, რომლის დიზაინმა ბევრად გადააჭარბა წინა ნიმუშებს. კულიბინის მიერ გამოგონილი ხელოვნური ფეხი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ნეპეიცინი სამხედრო სამსახურში დარჩა. მას შემდეგ კულიბინი უსასყიდლოდ ეხმარებოდა ომის ვეტერან დაზარალებულებს პროთეზებით.


image


კულიბინის მიღწევებმა საზღვრებსგარეთაც ჰპოვა ექსპორტი და ვეროპელი ორთოპედიკოსებისთვის შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო გახდა. პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის ერთ-ერთი წევრი, პროფესორი ი.ფ. ბუშმა აღნიშნავდა, რომ "ასეთი მაღალხარისხიანი მექანიზმის შესაქმნელად საჭირო იყო ადამიანის კუნთებისა და ფიზიოლოგიის ფართო ცოდნა".




● საპარიკმახერო სკალპელი.


წარსულში არსებული გაუთავებელი ომების გამო კიდურების დაკარგვის მრავლობითი შემთხვევა იყო. ამპუტაციისთვის კი საჭირო იყო ქირურგების არსებობა, თუმცა ისინი, ვისაც მაშინ ქირურგებს ეძახდნენ, სულაც არ გავდნენ ჩვენს დღევანდელ ქირურგებს. ფესვები ქირურგის პროფესიამ სახლებსა და საპარიკმახეროებში აიღო და მრავალი წლის მანძილზე ექიმებზე დაბალი სტატუსის მატარებლები იყვნენ. არაფერია გასაკვირი, რომ ქირურგიულ ჩარევას პარიკმახერები ახდენდნენ, რომელთაც შეეძლოთ სკალპელების გამოყენება. ნაპოლეონის ომების დროს ფასდაუდებელი იყო პრაქტიკული პარიკმახერი-ქირურგის გამოცდილება და ჟან დომინიკ ლარი 1797-1815 წლებში ნაპოლეონის ჯარში მთავარ ქირურგად მუშაობდა.

image



პერსი და მფრინავი ამბულატორიები.


ომის დროინდელი ქირურგიის ყველაზე ავტორიტეტული სახელმძღვანელო XIX საუკუნის დასაწყისში გამოსცა ნაპოლეონის არმიის მედიცინის ოსტატმა პიერ ფრანსუა პერსიმ 1792 წელს. პიერ ფრანსუა პერსიმ (1754 - 1825 წწ.) შემოიღო სისხლდენის შემაჩერებელი "ჟგუტები", ინდივიდუალური და ერთჯერადი სახვევები და მავთული ნაკერების დასადებად. 1810 წლიდან კი შეწყვიტა საქმიანობა თვალების დაავადების გამო. მან ათასობით დაჭრილი და დაავადებული რუსი ჯარისკაცი განკურნა პარიზში, რის გამო წმინდა ანამ ორდენით დააჯილდოვა. ასევე მისი თაოსნობით შეიქმნა ე.წ მფრინავი ამბულატორიები, რომელიც აღჭურვილი იყო სამედიცინო ინვენტარით და ასევე შეიძლებოდა დაჭრილის სტაციონარში გადაყვანა. (გამოგონებებმა საგრძნობლად შეამცირა ომის დროს არსებული მსხვერპლი)

imageimage



იხილეთ აგრეთვე:

10 ყველაზე საშიში, ისტორიაში შესული დაავადება, რომელთაც გაანადგურეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე

ყველაზე საზარელი სამედიცინო შეცდომები

ქირურგი-ტრავმატოლოგი, რომელმაც სასწაულები მოახდინა მედიცინის ისტორიაში



9
1883
25-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1883
  
2019, 7 იანვარი, 4:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 7 იანვარი, 4:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 30 სექტემბერი, 13:10
ვიპოვე

http://intermedia.ge/სტატია/69586-ცნობილი-სიმბოლოები-აქამდე-უცნობი-და-უკვე-დაკარგული-მნიშვნელობებით/85/user:მეამეა:show:channel
2017, 30 სექტემბერი, 13:08
სტატიაც მეწერა ადრე, თუ მოვიძიე, მოგწერთ აუცილებლად.
2017, 30 სექტემბერი, 12:49
არა, მსგავსი რამ არ მახსენდება. საინტერესო იქნება ფოთო თუ არის სადმე მაგაზე
2017, 30 სექტემბერი, 12:48
:)) კიდევ კარგი იმ დროში არ დავიბადეთ. თუ გახსოვთ ადრე საპარიკმახეროების წინ აბრად იყო თეთრი მილი წითელი ზოლებით, თურმე მაგას აღნიშნავდა, რომ პარიკმახერი–ქირურგიც იყო :)
2017, 30 სექტემბერი, 12:39
პარიკმახერი -ქირურგი, ვაი :)
2017, 30 სექტემბერი, 12:03
მადლობა ნინო
2017, 30 სექტემბერი, 9:59
ჩემი მოწონება ამ სტატიას
0 1 9