x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"ეს არ შეესაბამება სიმართლეს" - ჯანდაცვის სამინისტრომ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უარყო
image

25 მარტს არაერთი რუსული მედია ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ წერდა, თუმცა ეს ინფორმაცია მალევე უარყვეს. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის მდგომარეობა სტაბილურია.


„ექიმები აგრძელებენ ყველა შესაძლო სამედიცინო დახმარების გაწევას ამ სიტუაციაში“, - აცხადებენ სააგენტოში.


ასევე, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა: ”მინდა დავარწმუნო ყველა, ვისაც აწუხებს ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობა. ის ცოცხალია. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა. დღეს მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ჩვენ მასზე ვღელავთ, ექიმები იბრძვიან. ვუსურვოთ მას მალე გამოჯანმრთელება."



მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 75 წლის პოლიტიკოსმა ბოლო დღე კომაში გაატარა, დღეს კი, 25 მარტს, დილის 10:45 წუთზე გარდაიცვალა.ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პრესსამსახურმაც უარყო ეს ინფორმაცია: „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ტყუილს ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ. ეს არის ყვითელი პრესის ბინძური პროვოკაცია, რომელიც 30 წელია არაფერს აკეთებს, თუ არა ატყუებს ხალხს. ფაქტიურად ერთი საათის წინ ექიმებმა ვლადიმერ ვოლფოვიჩი გეგმიური პროცედურისთვის გაგზავნეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მის ჯანმრთელობაში უარყოფითი ცვლილებები არ არის!“

0
127
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
127