საზოგადოება აკაკი წერეთელის 13 გენიალური გამონათქვამი 2022, 25 მარტი, 13:03 იხილეთ აკაკი წერეთელის 13 გენიალური გამონათქვამი 1."ქართველ მოღვაწეს ყველას თვალში ვამცირებთ!.. სიცოცხლეში ვატირებთ, რომ მოკვდება ვიტირებთ!.." 2."იცოდეთ თქვენი პირადი ღირსებით მოპოვებული პატივი ყველა დიდებას აღემატება. შეიძლება სხვაგან, სხვა ადგილზე დიდი კაცები გახდეთ და დიდი პატივისცემაც მოიპოვოთ, მაგრამ ის პატივისცემა თქვენი კი არა, თქვენი ადგილისაა. იქ პატივს სცემენ თქვენს ადგილს და არა თქვენ." 3."სამი რამ ამშვენებს კაცს: მარილიანი სიცილი, ტკბილი ხმა და მოხდენილი სიარული. სამი რამ ამხიარულებს კაცს: საიდუმლო ტრფიალი, მოვალეების გასტუმრება და მონობიდან თავის გამოხსნა. სამი რამ ჩაგრავს კაცს: პირველს ვერ ვიტყვი, მეორეს არ მათქმევინებენ და მესამეს ვერ გავბედავ." 4."უღირსი კაცისაგან გმობა ისეთივე სანატრელია, როგორც ღირსეულისაგან ქება." 5. "ჭეშმარიტი ღირსება ძვირფასი მარგალიტია, მოჩვენებული კი -იაფი თაღლითი და ამიტომაც ამ უკანასკნელს უფრო მეტი შემძენი ჰყავს." 6."ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის-იქ გრძნობა მართალია." 7."მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული." 8"მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა."
9."იმ თავითვე, მესამოცე წლებში მე ვნატრობდი და ველოდი, რომ მომავალი წარმოშობდა დემოკრატიას, მაგრამ, უნდა გამოვტყდე, რომ იმისთანებს კი არა, როგორც დღეს ზოგიერთები არიან, მხოლოდ სიტყვით და არა საქმით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კუჭზე ფიქრობენ, თავს იკატუნებენ და ქვეყანას კი ამადლიან.. “ჩვენ გამოვაღვიძეთ ხალხი, ჩვენ შევქმენით დრო“ და სხვანი, რომ წარამარად გაიძახიან, ეს სულ ტყუილებია!.."
10. "ზურგს უკან ყველა ღაღადებს, პირშიმთქმელი კი ძვირია."
11. "ვინც წარსულს ივიწყებს, ის მომავალზედაც ხელს იღებს."
12.“ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება“.
13.“ახალი ძველსა შელახავს, შეუცვლის ხორცს და ფერსაო.“ 135 1-ს მოსწონს
|