x
image
თამილა გურაშვილი
ლუკაშენკო პოლონეთის იდეას მესამე მსოფლიო ომად მიიჩნევს

image

ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პოლონეთის წინადადებამ უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ შეიძლება გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი. ბელარუსის პრეზიდენტის გზავნილს სააგენტო "ბელტა"-ზე დაყრდნობით "TASS"-ი ავრცელებს.


პოლონეთის ხელისუფლებამ, როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, მიიწვია აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ცდილობს შესთავაზოს მას სამშვიდობო კონტინგენტის შექმნა და ლვოვის გავლით უკრაინაში ჩაყვანა.


„თქვენ გესმით, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია? და რას ფიქრობთ, ჩვენ განზე დავრჩებით თეთრი და ფუმფულა? - აცხადებს ბელორუსიის ლიდერი.



მანამდე საინფორმაციო სააგენტო SM-News-მა გაავრცელა ბელორუსიელი პოლიტოლოგის ძერმანტის განცხადება, რომ პოლონეთი მზადაა დასავლეთ უკრაინაზე კონტროლი აიღოს.

1
540
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
540
  
2022, 25 მარტი, 5:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1