პოლიტიკა ჩინეთი ამერიკას მოუწოდებს, იუგოსლავიის გამო ბოდიში მოიხადონ 2022, 24 მარტი, 19:11 "შეერთებული შტატები და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ვერ ისაუბრებენ ვერცერთი სახელმწიფოს მორალურ პრინციპებზე, სანამ თავად არ მოიხდიან ბოდიშს იმ ზიანისთვის, რაც მიაყენეს სხვა ქვეყნებს, მათ შორის იუგოსლავიას", - ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა გააკეთა. ეს ინფორმაცია გავრცელდა მის "ტვიტერზე" დაყრდნობით. თავის "ტვიტერზე" დიპლომატმა გაიხსენა, რომ 1999 წლის 24 მარტს ნატომ ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ორი ათასზე მეტი რაკეტა და 14 ათასი ჭურვი გაუშვა. შედეგად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დაახლოებით ორი ათასი დაიღუპა და ორასი ათასზე მეტმა დაკარგა საცხოვრებელი. „აშშ-ს და ნატოს არ შეუძლიათ განსაჯონ რომელიმე ქვეყნის მორალური პრინციპები, სანამ ბოდიშს არ მოიხდიან და არ აუნაზღაურებენ ზარალსა და ტანჯვას, რომელიც მიაყენეს იუგოსლავიას, ერაყს, სირიასა და ავღანეთის ხალხებს“, - დასძინა ჩუნინმა. მანამდე საინფორმაციოებმა გაავრცელეს პოლიტოლოგისა და ეკონომისტის ალექსანდრე დუდჩაკის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ჩინეთს შეუძლია სანქციების დაწესება შეერთებული შტატების წინააღმდეგ, თუ ვაშინგტონი გააგრძელებს პეკინზე ზეწოლას. 361 შეფასება არ არის
|