სხვა პუტინის მრჩეველმა, ანატოლი ჩუბაისმა რუსეთში 3 მილიარდ რუბლად ღირებული ფეშენებლური სასახლე დატოვა (ფოტოები) 2022, 24 მარტი, 18:43 ცნობილი გახდა, თუ რა ქონება დატოვა ქვეყნიდან გაქცეულმა "როსნანოს" ყოფილმა შეფმა, ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა, ანატოლი ჩუბაისმა.
როგორც Teleprogramma.pro-ს იუწყება, ქვეყნიდან გაქცეულმა ჩუბაისმა და მისმა მეუღლემ, სცენარისტმა და რეჟისორმა ავდოტია სმირნოვამ, სამშობლოში დაახლოებით 3 მილიარდი რუბლის ანუ 30 მილიონი დოლარის ღირებულების მდიდრული სასახლე დატოვეს. შეგახსენებთ, რომ ანატოლი ჩუბაისმა უკრაინაში წამოწყებული ომის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი. ამის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ ყოფილი თანამდებობის პირი მეუღლესთან ერთად სტამბულში იმყოფებოდა. კერძოდ, ინტერნეტში გამოჩნდა ფოტო, რომელშიც ადამიანი, რომელიც ჩუბაისს ჰგავს, ბანკომატთან დგას. როგორც გაირკვა, ქვეყნიდან გაქცეული ჩუბაისი და სმირნოვა რუსეთში ძვირადღირებულ მამულს ფლობდნენ. შენობა მდებარეობს პერედელკინოში 1, 6 ჰექტარ ფართობზე პასტერნაკის მამულთან ახლოს. 4 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის კოტეჯი ფუტურისტულ სტილშია გაკეთებული და ბუნკერს ჰგავს. ტერიტორიაზე განთავსებულია სასტუმრო სახლი დაახლოებით 600 კვადრატული მეტრი ფართობით, ასევე სახლი დაცვისთვის, ავტოფარეხი და 40 მანქანაზე გათვლილი პარკინგი. სახლის მშენებლობა თითქმის მაშინვე დაიწყო, როდესაც 2021 წელს ჩუბაისი სმირნოვაზე დაქორწინდა. ნაკვეთის ქვეშ არის მიწისქვეშა კომუნიკაციების ლაბირინთები და გადასასვლელები, რომლითაც შეგიძლიათ ერთი შენობიდან მეორეში გადასვლა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით თითქოს სასახლე " მიუდგომელ ციხე-სიმაგრის"შტაბეჭდილებას სტოვებს, ჩაუბაისის ბუნკერი ერთხელ გაქურდეს. როგორც მედია წერდა, მძარცველებმა იქიდან 13 ტელევიზორი და ტექნოლოგიის სხვა სიახლეები. სხვათა შორის, ორი წლის წინ ჩუბაისს აღმოაჩინეს კიდევე რთი სასახლე ორდონიანი პენტჰაუსი 188, 6 კვადრატული მეტრი ფართობით. Mon Cher-ის სახლში ბოლშაია იაკიმანკაზე, რომელიც ააშენა ფრანგმა არქიტექტორმა და დეკორატორმა ჟაკ გრანჟმა ფრანგული ციხესიმაგრეების სტილში. 525 3-ს მოსწონს
|