საზოგადოება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძის 9 საოცარი გამონათქვამი 2022, 24 მარტი, 12:36 იხილეთ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძის 9 საოცარი გამონათქვამი: 1.„ადამიანებს, რომელთაც ხვალინდელი დღის შიში აქვთ, უჭირთ დაგეგმონ გრძელვადიანი მომავალი”. 2.„სიკეთე დიდი ძალაა და მე ჯერ არ მინახავს კარგი ადამიანი ყველასგან მიტოვებული. კარგ ადამიანს ყოველთვის ჰყავს ერთი ნამდვილი მეგობარი მაინც”. 3. „ამ პლანეტაზე ყველა სულდგმული ერთმანეთს ჭამს, რომ გადარჩეს. ერთმანეთს კლავს, რომ არ მოკვდეს. ამ პლანეტაზე თუ რამე არ გაანადგურე, გაატყავე, ვერ შეიმოსები; თუ არ გაბურღე, მოჩეხე, დააგუბე, დაწვი, ვერ გათბები". 4.“მარტოობა განა ისაა, რომ არავინ მოგაწვდის წყალს? მოგაწვდიან. მარტოობა შენი ტკივილია, რომელსაც ვერავინ გაიზიარებს.” 5.“მოგონებები ძველი ნივთებივით უწყინრად უნდა ეწყოს თაროზე და მხოლოდ ხანდახან, ჩვენი ნებასურვილით ვეხებოდეთ მას.” 6.“არ აქვს მნიშვნელობა ვინ გიყვარს, მთავარია, გიყვარს და ეს ერთადერთი გზაა, დააფასო სიცოცხლე.” 7.“საინტერესო წიგნი ის წიგნია, რომელიც ჩვენს გრძნობებს, კითხვებს პასუხობს, რომლის პერსონაჟის განცდა ჩვენსას ჰგავს; ფილმი, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა, ის ფილმია, რომელიც ჩვენს შინაგან პრობლემებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვან მოვლენებზე ჰყვება. ყოველი გენიალური წიგნი, ფილმი, რომელშიც ჩვენი პიროვნების წილი არაფერია, დახურული წიგნი და შეწყვეტილი ფილმია.” 8.“ცხოვრების ჯადოსნურ მაღაზიაში ნებისმიერი რამ რაღაცის სანაცვლოდ გაიცემა… საჩუქარი სინამდვილეში არასდროსაა უფასო.” 9."სხვებზე ფიქრი ძნელია, როცა საკუთარი გვამი გყავს დასამარხი" 309 1-ს მოსწონს
|