სხვა უკრაინაში რიგით მეხუთე ჟურნალისტი დაიღუპა 2022, 24 მარტი, 9:41 ![]() "იგი იღებდა რუსეთის ჯარების მიერ დედაქალაქში დაბომბილ პოდოლსკის რაიონს და ახალი სარაკეტო სროლის ქვეშ მოყვა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე მასთან თანმხლები ორი პიროვნება დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს ", წერს The Insider-ი. ოქსანა ბაულინა ადრე მუშაობდა ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ ფონდთან (ორგანიზაცია აღიარებულია როგორც "ექსტრემისტი" და ასევე "უცხოელთა აგენტი"), სადაც მან შექმნა Navalny LIVE არხი, და "ღია რუსეთი", ასევე თანამშრომლობდა "რადიო თავისუფლებასთან" და "მედიაზონასთან". 2017 წელს რადიო "თავისუფლებამ" გამოუშვა დოკუმენტური ფილმი ოქსანა ბაულინას შესახებ - იმ დროს იგი მუშაობდა Navalny Live არხის მთავარ რედაქტორად. მას შემდეგ ანტიკორუფციულმა საბჭომ ის ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა, ამის შემდეგ ჟურნალისტმა რუსეთი დატოვა. იგი დაიბადა ქალაქ კრასნაია პრესნიაში, კრასნოიარსკის მხარეში, 1979 წლის 1 ნოემბერს. ბაულინას ბოლო საცხოვრებელი ადგილი ვარშავაა მითითებული.ოქსანა ბაულინა 42 წლის იყო. ![]() ეს უკვე რიგით მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც დაიღუპა რუსეთის უკრაიანაში შეჭრის შემდეგ.წინა მსხვერპლი იყო ამერიკელი ჟურნალისტი, 51 წლის ბრენტ რენუდი-, რომელიც ქალაქ ირპენში რუსმა ჯარისკაცებმა ავტომობილში ჩაცხრილეს. 92 2-ს მოსწონს
|