x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს
imageკიევის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს 13 მარტს ამერიკელ დამოუკიდებელი კინორეჟისორს ესროლეს და მოკლეს უკრაინის ომის გაშუქების დროს.


51 წლის ბრენტ რენუდი(Brent Renaud )ქალაქ ირპენში სხვა ჟურნალისტებთან ერთად სატვირთო მანქანაში იმყოფებოდა ირპენში, როდესაც რუსის ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რენუდი სასიკვდილოთ დაიჭრა, ხოლო ერთ-ერთი მისი კოლეგა დაიჭრა.


image

თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ის გამოცემა The New York Times-ისთვის ამზადებდა რეპორტაჟებს, რადგან მას ჰქონდა ამ გამოცემის სამკერდე ნიშანი, რომელშიც მითითებული იყო როგორც ამ გაზეთის კორესპონდენტი.




თუმცა, The New York Times გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის წარსულში მართლაც მუშაობდა მათთან, ამჯერად მათი დავალებით არ წასულა ომში, მეტიც, ის უკვე აღარ იყო მათი თანამშრომელი:


„ღრმად ვწუხვართ ბრენტ რენუდის გარდაცვალების გამო. ბრენტი იყო ნიჭიერი ფოტოგრაფი და კინორეჟისორი, რომელსაც წლების განმავლობაში თავის წვლილი მიუძღვის The New York Times-ის განვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი წარსულში თანამშრომლობდა The New York Times-ში (2015 წლამდე), ის არ ყოფილა The Times-ის დავალებით უკრაინაში მივლინებული, ხოლო რაც შეეხება Times-ის სამკერდე ნიშანს, ის მრავალი წლის წინ დავალების შესრულების დროს გადასცეს."

imageფოტოზე: ბრენტი ძმასთან ერთად, ასევე ჟურნალისტთან და რეჟისორთან ერთად, ძმებს კონფლიქტის ზონებში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ



თეთრ სახლს ბრენტ რენუდის გარდაცვალებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავიდანვე მტკიცე პოზიცია დაიკავა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ ჯარს კონფლიქტში არ გააგზავნიდა. ამის ნაცვლად, მან პუტინს ეკონომიკური სანქციები დაუწესა დანარჩენ დასავლურ სამყაროსთან ერთად, ხოლო კიევს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

image

0
191
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0