სიახლეები საწვავის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა - რას ამბობს ხალხი?! 2022, 23 მარტი, 22:27
საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ავტოგასამართ სადგურებზე უმაღლესი ხარისხის საწვავი 4 ლარი და 20 თეთრი ღირს. ბოლო ორ კვირაში ბენზინზე ფასმა საშუალოდ 90 თეთრით მოიმატა.
ფასების რეკორდულად ზრდის ფონზე ავტომატურად ძვირდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანა უდიდესი ეკონომიკური კრიზისის წინაშეა, რის გამოც ფასები ყველა საჭირო პროდუქტზე რეკორდულად მოიმატებს. "სარგებლობენ ხალხის კისერზე, ხალხის ფასებზე. გახვალ და რომ დაბრუნდები, სხვა ფასი დაგხვდება, ყოველ საათში იმატებს საწვავის ფასი" - ამბობს ხალხი. მძღოლები ამბობენ, რომ საქართველოში არ ახსოვთ საწვავის ფასის ამგვარი რეკორდული ზრდა. 84 1-ს მოსწონს
|