x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"მთხოვდა იქნებ მიშუამდგომლო მთავრობასთან, მრჩევლად ამიყვანონო" - რატომ დაუპირისპირდა ლალი მოროშკინა გიორგი ფხაკაძეს

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა "რუსთავი 2" -ის გადაცემა "პრაიმ-თაიმში", უფოლოგ ერეკლე შონიასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის დაპირისპირებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და საფრანგეთში მოღვაწე პროფესორსა და მედიკოსს შემდეგი ეპითეტით მოიხსენიებს:


"გიორგი ფხაკაძე ყოფილა დუჟმორეული გარეწარი, არადა სკდებოდა ჩემთან სიღნაღში, მწვადებით, ახლა ერეკლეს ლანძღავს…


მთხოვდა პიარი გამიკეთე, სასტუმრო ავაშენე სოლოლაკში, დიდი ფული ავიღე საფრანგეთშიო, იქნებ მიშუამდგომლო მთავრობასთან, მრჩევლად მაინც ამიყვანონო, იმიტომ რომ იქ დიდი გადასახადებია და აქ ნახევარი წელი უნდა ვიცხოვროო
ვაი, ვაი, გიორგი რა სამარცხვინო ხარ!


მეგობრებო, რადგან გიორგი ფხაკაძემ დაარღვია რიგი იურიდიული ნორმები, ჩემს ოჯახთან მიმართებაში, ჩვენ გადავწყვიტეთ ვთარგმნოთ რუსთავი ორის ეთერში გასული გადაცემა და მივცეთ სამართლებრივი მსვლელობა, როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთსა და შვეიცარიაში.



1.თანამდებობის ბოროტად ვამოყენება


2.რეპუტაციის შელახვა


3.წვრილმანი ხულიგნობა


4. ეთიკის ნორმების უგულებელჰყოფა


5.მძიმე ცილისწამება


სამართლიანობა მოითხოვს გიორგი ფხაკაძემ გადაიხადოს როგორც მატერიალური საზღაური, ასევე შეუჩერდეს ექიმის კვალიფიკაცია და დაემშვიდობოს სამსახურს!"- წერს მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.





0
898
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
898