ადამიანები, ხშირად თავს არიდებენ კვერცხის გულს, რადგან თვლიან, რომ მათი მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ისინი შეიცავს ქოლესტერინს, რომლის ჭარბი რაოდენობა იწვევს სისხლძარღვების ათეროსკლეროზს.
ინდოელმა დიეტოლოგმა ნმამი აგარვალმა შეისწავლა ეს საკითხი და თავისი დასკვნა შემოგვთავაზა, ამის შესახებ NDTV წერს.
მან უარყო მითი, რომ კვერცხის გული არაჯანსაღია.აგარვალი თვლის, რომ კვერცხის გულის დადებითი თვისებები აღემატება მათ ნაკლოვანებებს. მისი თქმით, ქოლესტერინის გარდა, ისინი შეიცავს სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებს A, D, E, K, B9 და B12, ასევე ომეგა -3 უჯერ ცხიმოვან მჟავებს. ამის გამო ისინი ამცირებენ საჭმლის მონელების დარღვევებს და მხედველობის პრობლემების რისკს.