ფსიქოლოგია კოშმარული სიზმრები, ტელეეკრანზე მიჯაჭვულობა და მარტოობა - რა დაგვიტოვა კორონავირუსმა? 2022, 23 მარტი, 11:03 რა გვერდითი მოვლენები დაგვიტოვა პანდემიამ, რომელიც ორი წლის განმავლოაბში მძვინვარებდა მთელს მსოფლიოში? კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები არა მარტოსულები გახდნენ, არამედ კოვიდმა დააზიანა ძილის პროცესი და უფრო მეტად დამოკიდებულები გახადა ეკრანებზე. ამ თვის დასაწყისში Ipsos-მა ჩაატარა გამოიკითხვა: ნახევარზე მეტი შიშობს, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ხოლო ათიდან თითქმის ერთს სჯერა, რომ ყველაფერი უწინდელივით აღარ დაბრუნდება. წერს გამოცემა Daily mai-ი. ამასთანავე გამოკითხულთა ნახევარმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს შეზღუდვების ხელახლა შემოღებას, თუ ახალი საშიში ვარიანტი გაჩნდება. მაგრამ პანდემიის მავნე შედგები სახეზეა. გამოკითხული 1229 ზრდასრულიდან მესამედმა თქვა, რომ მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუარესდა - ქალები განსაკუთრებით დაზარალდნენ - და იმავე პროპორციით 1/3-მა მოიმატეს წონაში. 10-დან სამმა განაცხადა, რომ ახლა უფრო მარტოსულად გრძნობს თავს, ვიდრე პანდემიამდე, ახალგაზრდები განიცდიან ყველაზე მეტად ამას, რადგან თითქმის ნახევარი ნაკლებად ხედავს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს და ახლა უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში, ვიდრე ადრე. 50%-მა განაცხად, რომ ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ ტელეეკრანთან, ხოლო ორი მეხუთედი კვლავ ამოწმებს Covid-19-ის განახლებულ სტატისტიკას სოციალურ მედიაში. ”გასაკვირი არ არის, რომ ყოველი მესამე ჩვენთაგანი გრძნობს, რომ ფსიქიკური ან ფიზიკური ჯანმრთელობა გაგვიუარესდა .”-აღნიშნა ლონდონის კინგს კოლეჯის პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორმა ბობი დაფიმ. ყოველმა მესამე აღნიშნავს, რომ ძილის ხარისხი გაუარესდა, ღამით უფრო მოუსვენრად გრძნობდა თავს და კოშმარულ სიზმრებს ხედავს. ახლა რაც შეეხება პირბადეებს:მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ნაწილობრივ ან მთლიანად მოიხსნა პირბადეების ტარების ვალდებულება, ბევრი ადამიანი კვლავ განაგრძობს პირბადის ტარებას, მაგალითად რუსეთში გამოკითხულთა 40% განაცხადა, რომ დააკვირდება მოვლენების განვითარებას და მინიმუმ მაისამდე გააგრძელებს პირბადის ტარებას. 72 3-ს მოსწონს
|