სხვა 15 შემზარავი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული 2022, 22 მარტი, 21:36 სიკვდილი ყველა ადამიანში გარკვეულ შიშს ბადებს, თუმცა ქვეცნობიერად ყველა ჩვენგანმა იცის რომ ის გარდაუვალია. დღევანდელ სტატიაში ადამიანების სიკვდილამდე რამდენიმე საათით ან წუთით ადრე გადაღებულ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც მართლაც რომ მძიმე სანახავია, რადგანაც თითოეულ კადრში რაღაც ისეთი ენითაღუწერელი და აუხსნელი რამ იმალება, რაც ყველა მნახველში უნებურ შიშს ბადებს.29 წლის ესპანელი ტორეადორი ვიქტორ ბარიო სიკვდილამდე წამით ადრე. 29 წლის მატადორს ხარმა რქა პირდაპირ გულში გაუყარა. მართალია, ადგილზე ექიმები მყისიერად მივიდნენ, თუმცა ახალგაზრდა ტორეროს გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.31 წლის ვულკანოლოგი დევიდ ჯონსონი "სენტ-ჰელენზის" მთის ფერდობზე ამოფრქვევამდე 13 საათით ადრე, სადაც მკვლევარი გარდაიცვალა კიდეც.ჰოლანდიელი გოგონების კრის კრემერსისა და ლისანა ფრონის მიერ გადაღებული ბოლო სელფი პანამაში, სადაც ორივე ტურისტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.ესამ, კელსიმ და სავანამ ეს სელფი მანამდე გადაიღეს სანამ უკანა ფონზე გამოჩენილი მატარებელი მათ სიცოცხლეს შეიწირავდა.ეს სელფი "ფეისბუქზე" ორმა მეგობარმა გამოაქვეყნა, იმავე საღამოს გოგონამ მარცხნივ (შაიენ ანტუანმა) თავისი მეგობარი ბრიტნი გარგოლი ქამრით დაახრჩო.ამ ფოტოს გადაღებიდან რამედენიმე წუთში ეს ვიეტნამელი ქალი და მისი შვილები ამერიკელი ჯარისკაცების მიერ სონგმში იქნენ მოკლულები.სერიულმა მკვლელმა რობერტ ბენ როუდსმა 14 წლის რეჯინა ქეი უოლტერსს მოკვლამდე სწორედ ეს ფოტო გადაუღო.14 წლის ავსტრალიელ კეიტ სეფსფორტს იაპონიაში გაფრენა სურდა, რისთვისაც ის თვითმფრინავის ბორბალში დაიმალა. სამწუხაროდ, ის ფრენისას გადმოვარდა.მომღერალი ჯენი რივერა საკუთარ ჯგუფთან ერთად კერძო თვითმფრინავში, რომლის ჩამოვარდნისას ყველა დაიღუპა.სიდნი ლუფმა ეს სელფი პაემანზე წასვლამდე გამოაქვეყნა, სადაც ის მეგობარმა მამაკაცმა დაახრჩო. მისი მკვლელი, ობრი ტრეილი კი გოგონას გარდაცვალებას სექსის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას აბრალებდა.21 წლის ტუკა რაზო, მოსულიში (ერაყი), საკუთარ სახლში. იმავე ღამეს გოგონა ამერიკელების მიერ დაბომბვის დროს გარდაიცვალა.ბეისბოლისტმა როი ჰოლადეიმ ეს ფოტო "ტვიტერზე" თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე საათით ადრე ატვირთა .ანა ფაბერმა საკუთრი სელფი შეყვარებულს გაუგზავნა, რამდენიმე წუთის შემდეგ გოგონა გაიტაცეს და მოკლეს, ცხედარი კი მხოლოდ 2 კვირის შემდეგ იპოვეს.სკოლის სელფმა უკანა ფონზე შემთხვევით ბიჭი დააფიქსირა, რომელიც წყალში იხრჩობოდა. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო.ქალმა ეს მხიარული ფოტო გლიობლასტომის მოცილების ოპერაციამდე გადაიღო, რის შემდეგადაც მან ვეღარ გაიღვიძა.6455 შეფასება არ არის |