x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატის ცოლი 30 მილიონი დოლარით სავსე ჩემოდნებით უცხოეთში გადასვლას აპირებდა
image

უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი სახალხო დეპუტატის, იგორ კოტვიცკის მეუღლე სკანდალურ სიტუაციაში გაეხვია. უკრაინული მედიის ცნობით, ქალი უკრაინიდან 28 მილიონი დოლარისა და 1, 3 მილიონი ევროს გატანას ცდილობდა.


სახელმწიფო ბიუროს საგამომძიებლო სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ანასტასია კოტვიცკაია საბაჟო წესების გვერდის ავლით, დეკლარაციის გარეშე ცდილობდა დოლარითა და ევროთი სავსე ჩემოდნების გადატანას უნგრეთში.ამჟამად გამომძიებლები ამ საქმის შესწავლით არიან დაკავებულები.


ანასტასია კოტვიცკაია (ქალიშვილობის გვარი კუჩერი) არის "სახალხო ფრონტის" ყოფილი სახალხო დეპუტატის, იგორ კოტვიცკის ცოლი. რომელსაც, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, არსენ ავაქოვის ბიზნესპარტნიორად მოიხსენიებენ.



14 მარტს იმიერკარპატების საბაჟოზე, „ვიკოლის“ პუნქტზე „ოპელ ვივაროს“ მარკის ავტომობილი მიადგა.მანქანაში მთლიანად ოთხნი იჯდნენ.


საჭესთან მჯდომი და კიდევ ერთი მგზავრი უნგრეთის მოქალაქეები იყვნენ. კიდევ ორი მგზავრი ანასტასია კოტვიცკაია და დედამისი გალინა კუჩერი იყვნენ.


უკრაინის საზღვრის გადაკვეთისას მათ არავითარი თანხა არ ჰქონდათ დეკლარირებული, ამიტომ უკრაინელმა მებაჟეებს მანქანის ჩხრეკა არ ჩაატარეს და გაუშვეს.

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ კოტვიცკაიამ, "ტისაბეჩზე"-უნგრეთის გამშვებ საბაჟო პოსტზე, 28, 8 მილიონი დოლარის და 1, 3 მილიონი ევროს დეკლარირება მოახდინა.


თავად იგორ კოტოვიცკიმ, უარყო ეს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ვალუტით სავსე ღია ჩემოდნების ფოტოები გამოქვეყნდა. კოტოვიცკიმ განაცხადა, რომ მისი მეუღლე საზღვარგარეთ მშობიარობის საკითხის მოსაგვარებლად წავიდა და ამჟამად უკვე სამშობლოში იმყოფება.

image

ბიზნესმენმა სეიარ კურშუტოვმა ფეისბუქზე დაწერა, რომ კოტვიცკაია იძულებული გახდა ამ მილიონების დეკლარირება მოეხდინა მხოლოდ იმიტომ, რომ უნგრეთის საბაჟომ იპოვა ისინი, თუმცა ამავდროულად, უკრაინელმა მებაჟეებმა ფულით სავსე ჩემოდნები „ვერ შენიშნეს“.

0
2187
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0