საზოგადოება რას ამბობს თქვენი საყვარელი ფერი თქვენზე? 2022, 21 მარტი, 12:39 ფსიქოლოგიურად, გარკვეული ფერი ადამიანის გარკვეულ ემოციას შეესაბამება. გარდა ამისა, ფერი შესაძლოა გავლენას ახდენდეს პიროვნების მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც. ნახეთ, თქვენი საყვარელი ფერის მნიშვნელობა: 1. იისფერი - თავისუფალი ადამიანი ხართ, მუდამ სიახლეებს ეძებთ. გჭირდებათ დრო, საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად. 2. თეთრი - ძალიან სუფთა, ნაზი და სპეტაკი ადამიანი ხართ. პოზიტიური და ოპტიმისტური ბუნებით გამოირჩევით. გიყვართ სიმშვიდე და სიმარტივე. 3. ყვითელი - ძალიან მხიარული ხართ. მუდამ იდეებით სავსე. ყველაზე მეტად გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება მუდმივად ვითარდებოდეს. 4. წითელი - ოპტიმისტი და თავდაჯერებული ადამიანი ხართ. ყველაზე მეტად წარმატების მიღწევისკენ და მატერიალური კეთილდღეობისკენ მიილტვით. 5. ვარდისფერი - ძალიან კეთილი და მგრძნობიარე ხართ. ყოველთვის მზად ხართ სხვებს დაეხმაროთ და მუდამ სიყვარულის ძიებაში ხართ. 6. ლურჯი - პატიოსანი ადამიანი ხართ და ყველას უგებთ. ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის ძალიან სასიამოვნოა. ყველაზე მეტად ჰარმონიის პოვნა გჭირდებათ. 7. მწვანე - ხართ კეთილი, დიდსულოვანი და შეგიძლიათ, ადამიანის ტკივილი გულთან ახლოს მიიტანით. გსურთ, რომ ადამიანებს უყვარდეთ.გჭირდებათ დაცულობისა განცდა. 8. ყავისფერი - დამიწებულად გრძნობთ თავს, ფეხზე მყარად დგახართ. ცხოვრებაში კომფორტს და მატერიალურ კეთილდღეობას ეძებთ. 9. შავი - თქვენთვის მნიშვნელოვანია პრესტიჟი, ძალაუფლება და რეპუტაცია. გსურთ ყველაფრის გაკონტროლება. 10. ცისფერი - კონსერვატორი, სანდო და საიმედო ადამიანი ხართ. ყველაზე მეტად გჭირდებათ შინაგანი ჰარმონია და მუდამ ჭეშმარიტების ძიებაში ხართ. 105 1-ს მოსწონს
|