x
მეტი
  • 28.10.2024
  • სტატია:137892
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511664
რუსეთი ომის არცერთ დაწერილ თუ დაუწერელ კანონს არ ცნობს, საკუთარი დაღუპული სამხედროების ცხედრებიც კი არ გააქვს
imageომში ადამიანები რომ იღუპებიან ეს სიახლე არაა, მაგრამ ომს აქვს თავისი დაწერილი თუ დაუწერელი კანონები რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ომში მონაწილე მხარეები.


უკრაინაში ათასობითაა დაღუპული რუსი სამხედროები, როცა ამდენი გენერალია მოკლული იქ წინა ხაზზე მებრძოლი სამხედროები რამდენი იქნება წარმოიდგინეთ იმის გათვალისწინებით თუ რამდენი რუსული ტანკი, ზოგადად ჯავშანმანქანები, საარტილერიო სისტემები, ლოჯისტიკის ტრანსპორტი, სამხედრო ავიაციაა განადგურებული, არაფერს ვამბობ უშუალოდ ფრონტის ხაზზე დაღუპულ რუს ქვეითებზე.


ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექს "ჯაველინის" მოხვედრის მერე პრაქტიკულად მძიმე ტექნიკის ეკიპაჟს გადარჩენის შანსი არა აქვს, რადგან რაკეტა კოშკურაზე ეცემა ვერტიკალური ვარდნით რაც საბრძოლო მასალის ტეტონაციას იწვევს.


დაფლეთილი მებრძოლების გვამები ყრია ბრძოლის ველზე, რუს აგრესორებს არ გააქვთ თავიანთი სამხედროების გვამები, რადგან "ტვირთი200"-ის იმ რაოდენობით ჩასვლა რუსეთში რაც რეალურად უზარმაზარი რაოდენობისაა, რუსეთში გამოიწვევს დაპირისპირებას მოსახლეობის დიდ ნაწილსა და პუტინის რეჟიმს შორის.



თუ აკვირდებით რუსი ტყვეები ყვებიან, რომ მათ ეუბნებოდნენ: მივდივართ წვრთვნებზე და ახალწვეულების უ, რავლესობამ რეალურად არ იცოდა ომში რომ ამოყოფდა თავს, შსაბამისად მათ მშობლებსაც შვილები სამხედრო ნაწილებში ჰგონიათ და არა უკრაინაში საბრძოლო პოზიციებზე.


სწორედ ამ მიზნით არ გააქვთ რუს აგრესორებს საკუთარი დაღუპულები, მიცვალებულების გვამების შგროვება ისევ უკრაინელებს უწევთ და სპეციალურ პარკებში გახვეულებს ან საერთო სამარხში კრძალავენ ან სპეციალურად გამოყოფილ მატარებელ-მაცივარში ინახავენ იმ იმედით, რუსები წაასვენებენ თავიანთ მიცვალებულებს.


საშინელი კადრებია ამიტომ გთხოვთ ბავშვებს არ აჩვენოთ სურათბი და არც სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებს ვურჩევ მათ ნახვას.


imageimage
ვიდეოს ადევს ასაკობრივი ცენზურა, ვიდეოს სანახავად დაკლიკეთ "Посмотреть на YouTube", ვიდეო გაიხსნება ჩვეულებრივად.

+18

0
224
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
224