x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პუტინი სტალინის დროინდელი "დიდი ტერორის" დროინდელი ენით ალაპარაკდა
image

უკრაინაში გააფთრებული წინააღმდეგობის და ქვეყნის შიგნით დამღუპველი ეკონომიკური სანქციების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინის დროინდელი "დიდი ტერორის" 1930-იანი წლების რიტორიკით ალაპარაკდა.


პუტინის საკმაოდ აგრესიული რიტორიკა ისმოდა მთავრობის წევრების წინ გამოსვლის დროს, ოპონენტები შეადარა „ქინქლებს“, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დასუსტებას დასავლეთის ბრძანებით და მკვეთრად მიანიშნა მათზე, ვინც გაბედავს უკრაინის ომის გაპროტესტებას.


„რუსი ხალხი ყოველთვის შეძლებს განასხვავოს ნამდვილი პატრიოტები ნაძირლებისა და მოღალატეებისგან და უბრალოდ გამოაფურთხებს მათ, როგორც პირში შემთხვევით შეფრენილ ქინქლას - გადმოაფურთხებს მათ ტროტუარზე“, - თქვა პუტინმა ოთხშაბათს მაღალჩინოსნებთან საუბრისას.



„დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ასეთი ბუნებრივი და აუცილებელი თვითგანწმენდა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სოლიდარობას, ერთიანობას და ნებისმიერ გამოწვევაზე პასუხის გაცემის მზაობას."


პუტინის საუბრის მანერამ და უხეშმა ენამ საბჭოთა ისტორიის მცოდნეებს სტალინის დიდი ტერორის საჩვენებელი სასამართლო პროცესების დროს წარმოთქმული ტერმინები გაახსენა, როგორიცაა „ხალხის მტრები“, „ქვეწარმავლები“ ან „ცოფიანი ძაღლები“.


პუტინმა აგრესიული ტონით დაადანაშაულა ის რუსები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში წამოწყებულ ომს და უწოდა მათ დასავლეთის ინტერესების დაქვემდებარებაში მყოფი "მეხუთე კოლონა", რომლებიც მზად არიან "საკუთარი დედაც გაყიდონ".


image



”მე არ ვგმობ მათ, ვისაც აქვს ვილები მაიამიში ან საფრანგეთის რივიერაში, მათ, ვისაც არ შეუძლია ცხოვრება ფუა-გრას, ხამანწკების ან ეგრეთ წოდებული გენდერული თავისუფლებების გარეშე”, - თქვა პუტინმა.


"ეს არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ ბევრი მათგანი მენტალურად არის იქ (დასავლეთში) და არა აქ ჩვენს ხალხთან, რუსეთთან. მათ არ ახსოვთ ან უბრალოდ არ ესმით, რომ ისინი უბრალოდ... სახარჯო მასალები არიან, რომელიც ჩვენი ხალხისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებისთვის გამოიყენება“.


რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ რამდენიმე პირის მიმართ, რომლებიც ბრალდებულნი არიან უკრაინაში სამხედრო ოპერაციების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში.


პუტინის გამოსვლის სრული ჩანაწერი

1
353
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
353
  
2022, 23 მარტი, 18:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1