საზოგადოება „ტვ პირველის“ დამფუძნებლის დედა მერიიდან 1000 ლარიან დახმარებას იღებს 2022, 19 მარტი, 15:33 ბათუმში კორპუსის ნგრევის შემდეგ უსახლკაროების სტატუსით ადგილობრივი მერიიდან კომპენსაციებს მილიონერებიც იღებენ. ყოველთვიურ დახმარების მიმღებთა შორის შეძლებულ ოჯახებსაც ნახავთ. . ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში, „ტვ პირველის’’ მფლობელის ვახტანგ წერეთლის დედას – ნანული ხუნდაძეს გააჩნია საცხოვრებელი ბინა, რის ფარგლებშიც, ხუნდაძე სხვა მეპატრონეებთან ერთად, დახმარების სახით ბათუმის მერიისგან ყოველთვიურად 1000 ლარს იღებს – ამის შესახებ ნათქვამია POSTV-ის სიუჟეტში. . „ტვ პირველის დამფუძნებლის ვატო წერეთლის დედა და ცნობილი ბიზნესმენის ავთანდილ წერეთლის მეუღლე ნანული ხუნდაძე ქალაქ ბათუმის მერიიდან ყოველთვიურად 1000 ლარს, იღებს, რათა ქალაქ ბათუმში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი დაიქირაოს და ქუჩაში არ დარჩეს. თუმცა აქ ერთი დეტალი ყველაზე საინტერესოა. ნანული ხუნდაძე და მისი ოჯახი რეალურად ბათუმში არ ცხოვრობს. წერეთლების ოჯახს 26 მაისის ქუჩაზე კორპუსში უბრალოდ გააჩნდათ საცხოვრებელი ფართი. გამოდის რომ ვატო წერეთლის დედას ალტერნატიული საცხოვრებელი ქალაქ ბათუმში არ სჭირდებოდა, მაგრამ მან მაინც მოითხოვა კომპენსაცია და დღემდე აღნიშნული თანხა ერიცხება“ – ნათქვამია სიუჟეტში. 626 შეფასება არ არის
|