მიმოხილვა 5 ყველაზე "ბანძი" საბჭოთა ავტომობილი ანუ რომლებმაც ყველაზე მეტი ლანძღვა დაიმსახურეს 2022, 19 მარტი, 15:08 ![]() დროა გავიხსენოთ ყველაზე წარუმატებელი სერიული საბჭოთა მანქანები, რომლებზეც ხშირ შემთხვევაში ხალხში ანეკდოტები დადიოდა. მოსკვიჩ--2141 -1986 წლიდან 1998 წლამდე წარმოებული ეს ავტომობილი გახდა "მახინჯი იხვის ჭუჭული". ერთი შეხედვით მანქანა თითქოს მის წინამორბედებზე კარგი უნდა ყოფილიყო(ბოლო ბოლო ფართო სალონი) თუმცა საბოლოოდ სრული ფიასკო განიცადა, როგორც შიდა ისე, გარე ბაზარზე, ფრანგულ " რენოს" ბაზაზე შექმნილი 2141 -ისთვის დანერგილი მრავალი გადაწვეტილება არ იყო დამახასიათებელი შიდა ავტო ინდუსტრიისთვის. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მანქანა ძალიან მალე ლპებოდა. კომპონენტების ხარისხიც საკმაოდ დაბალი იყო. ![]() ავტომობილის უპირველესი პრობლემა იყო უხარისხო აწყობა, ისევე როგორც დაბალი ხარისხის გამწევი აგრეგატი. ![]() ზაზ-968-(ზაპოროჟეცი)სამაგიეროდ არ არსებობდა მეორე საბჭოთა ავტომობილი, რომელზეც ამდენი ანეკდოტი ყოფილიყო შეთხზული .მართლაც, ზაზ-968 სასურველი ხარისხისგან საკმაოდ შორს იყო, თუმცა ამ მოდელის შემქმნელების წვლილი მთელი საბჭოთა ინდუსტრიის განვითარებაში მაინც დასაფასებელია. საერთო ჯამში -968-ის საჭე ხშირად ლუფტს იღებდა, მუხრუჭები დროდადრო არ იჭერდა, ძრავა მუდმივად ცხელდებოდა და ზეთსაც არანაკლებ ღვრიდა. მაგრამ ამ ფონზე, განსაკუთრების სასაცილო ისაა, რომ, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის მიუხედავად საბჭოთა მოქალაქეები წარმატებით ეზიდებოდნენ ამ ავტომობილით აგარაკზე მოწეულ მოსავალს, -თუნდაც 8 ტომარა კარტოფილს. ![]() "ერაზ"762 -იშვიათი შემთხვევა, როდესაც ადამიანს ნამდვილად უნდა შერცხვეს ამ ავტომობილის არსებობის . "ერაზ"762 ფურგონის ფონზე "კოლხიდა" საინჟინრო ხელოვნების ნიმუშია. ეს ფურგონები სომხეთის ქარხნებში მზადდებოდა, მაგრამ მანქანის კონსტრუქციას ლატვიური ფესვები ჰქონდა. მანქანა ძალიან მოუხერხებელი და ყოველგვარ კომფორტს მოკლებული იყო . მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, 762-ში ფაქტიურად ყველაფერი ფუჭდებოდა და ტყდებოდა, რის გატეხვაც შეიძლებოდა (და ზოგჯერ ისინიც, რომელთა გატეხვაც ერთი შეხედვით შეუძლებელი იყო). უფრო მეტიც, მანქანის გაფუჭება მოვლენა კი არ იყო, არამედ რუტინა. ![]() 1336 3-ს მოსწონს
|