x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქში კონტრშეტევის შედეგად რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი გაანთავისუფლეს

image
რუსეთის დიქტატორის გეგმა ელვისებური შტევით დაეპყრო უკრაინა და თავისი ხელდასხმული მარიონეტული ხელისუფლება მოეყვანა ქვეყნის სათავეში ჩაიშალა, უკრაინელებმა წარმოუდგენელი სიმამაცე და ომის წარმოების კარგი სტრატეგია დაახვედრეს აგრესორს.
მიუხედავად იმისა, რომ აგრესორმა ქვეყანამ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართო ყველაზე ელიტური დანაყოფები მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწია, მეტიც არნახულ დანაკარგებს განიცდის, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც აშშ-მ და ევროპამ გადაწყვიტა დახმარებოდა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით.
რუსეთმა უკვე დაკარგა ბრძოლებში რამდენიმე ასეული ტანკი, ათასზე მეტი სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკა, მუხლუხოებიანი ტექნიკა ეფლობა ღრმად უკრაინის ნოყიერ მიწაში, თითქოს უკრაინის მიწაც კი გახდა აგრესორისათვის აუღებელი ციტადელი, როგორც უკრაინის დედაქალაქი კიევი.
უზარმაზარი დანაკარგების მიუხედავად რუსეთის დიქტატორის ამბიციები არ ცხრება, ასეთ დროს როგორც წესი "განტევების ვაცს" ეძებენ, სწორედ ასეთი "განტევების ვაცი" აღმოჩნდა რუსული გვარდიის სარდლის მოადგილე გენერალი, რომელსაც პუტინის რეჟიმმა ინფორმაციის გაჟონვაში დასდო ბრალი.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული სამხედრო ბაზებიდან, მათ შორის გუდაუთის "ბომბორას" სამხედრო ბაზიდანაც კი გაიყვანეს სამხედრო მოსამსახურეები, ჯავშანტექნიკა და ავიაცია უკრაინის მიმართულებით.
ვერც ნაქებმა, კადიროვის სპეცრაზმელებმა კადიროვის მუქარის მიუხედავად შესძლეს წინ წაწევა, მეტიც გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ და საკმაოდ დიდ დანაკარგებსაც განიცდიან.
პუტინის ბრძანებით რუსული ავიაცია უმოწყალოდ ბომბავს უკრაინულ ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს, მსხვერპლი დიდია მშვიდობიან მოსახლეობაში, როგორც მსოფლიო ორგანიზაციები აღიარებენ რუსეთი ჩადის სამხედრო დანაშაულს უკრაინის წინააღმდეგ, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
უკრაინის გენშტაბმა უკრაინულ ქვედანაყოფებს დაუსახა ამოცანა კიევიდან მაქსიმალურად შორს გაეყარა აგრესორები, უკრაინულმა დანაყოფებმა წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანას, 30-დე დასახლებული პუნქტი იქნა განთავისუფლებული რუსი აგრესორებისაგან.
იმედია უკრაინას დროზე მიაწვდიან შორი და ახლო რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსებს, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას უკეთესად დაიცვას უკრაინის ცა, ხმელეთზე ბრძოლებში უკრაინელების უპირატესობა ისედაც აშკარაა.

+14

0
291
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
291