x
5 ძალიან უცნაური ფაქტი პიკასოზე
5 ძალიან უცნაური ფაქტი  პიკასოზე
პაბლო პიკასო - მეოცე საუკუნის ესპანელი მხატვარი, კუბიზმის ერთერთი დამფუძნებელი იყო. იხილეთ 5 ფაქტი მისი ცხოვრებიდან:


1. პიკასოს პირველი სიტყვა იყო - ფანქარი


როგორც ჩანს, პიკასო მხატვრად დაიბადა: მისი პირველი სიტყვა იყო „პიზი“, რაც ესპანურად ნიშნავს ფანქარს. მისმა მამამ რუისმა, მხატვარმა და ხელოვნების პროფესორმა, 7 წლის ასაკიდან მისცა მას ფორმალური განათლება ხელოვნებაში. 13 წლისთვის რუისმა პირობა დადო, რომ მხატვრობას მიატოვებდა, რადგან გრძნობდა, რომ პაბლომ მას აჯობა.


2. როცა პიკასო დაიბადა, ექთანს ეგონა, რომ იგი მკვდარი იყო



პიკასო სკმაოდ რთულად დაიბადა.ის ძალიან უმწეო და გამხდარი იყო.სწორედ ამიტომ ექთანს ეგონა, რომ იგი გარდაიცვალა და იგი პალატის მაგიდაზე დატოვა.


3. პიკასოს ნამდვილი სახელი 23-სიტყვიანია


პიკასოს რეალური სახელი-გვარი:Pablo Diego José Francisco de Paula Juan Nepomuceno María de los Remedios Cipriano de la Santísima Trinidad Martyr Patricio Clito Ruíz y Picasso.ეს სახელები ეკუთვნის სხვადასხვა წმინდანებსა თუ ნათესავებს.ხოლო “Picasso” გამომდინარეობს დედამისიდან.მისი მშობლები იყვნენ:მარია პიკასო ლოპესი, მამა-ხოსე რუის ბლასკო.


4. პიკასო გოგოებს ძალიან მოსწონდათ


პოპულარობა პიკასოს დაეხმარა გოგოების გულის დაპყრობაშიც.მას ძალიან ბევრი შეყვარებული ჰყავდა.


5. პიკასო ძალიან ცუდი მოსწავლე იყო


მიუხედავად იმისა, რომ პიკასო ხელოვნებაში ყველას უსწრებდა, იგი ცუდად სწავლობდა და მასწავლებლები ძალიან შეშფოთებულები იყვნენ.

0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0