საზოგადოება შოთა რუსთაველის 14 უკვდავი ფრაზა 2022, 18 მარტი, 12:09 იხილეთ შოთა რუსთაველის 14 უკვდავი ფრაზა: 1."ბოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია!" 2."გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი." 3."ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!" 4." ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების." 5."კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების." 6."ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია." 7."მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია." 8."მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს." 9."რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია!" 10."სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა." 11."სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა." 12." ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად." 13."სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად." 14."რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების." 151 1-ს მოსწონს
|