სხვა რუსეთის პირველი არხის და НТВ-ს ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს 2022, 15 მარტი, 20:23 პირველი არხის კორესპონდენტმა პარიზში ჟანა აგალაკოვამ და НТВ-ის კორესპონდენტმა ბრიუსელში ვადიმ გლუსკერმა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს.ამის შესახებ ჟურნალისტი რომან სუპერი იტყობინება. გლუსკერმა რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს ინტერვიუში დაუზუსტა, რომ მან НТВ-ის არხზე მუშაობა შეწყვიტა, ჯერ კიდევ 2 მარტს. თავად აგალაკოვას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე სამსახურის დატოვების შესახებ НТВ--ის წამყვანმა ლილია გილდეევამაც ისაუბრა, რომელიც არხზე 2006 წლიდან მუშაობდა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მარინა ოვსიანიკოვამ, პირველი არხის ქალაქების განყოფილების რედაქტორმა, 14 მარტს საღამოს ახალი ამბების გამოშვების დროს შეიჭრა ეთერში უკრაინასთან ომის საწინააღმდეგო პლაკატით. მარინა ოვსიანიკოვა დაკავებულია, ადვოკატებს მისი ნახვის უფლება არ აძლევენ იგი ადმინისტრაციული ოქმით სასამართლოში გადაიყვანეს და აპირებენ გაასამართლონ მიტინგის ორგანიზების მუხლით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-2 ნაწილი). მარინა ოვსიონკოვამ დაკავებამდე ვიდეომიმართვის გავრცელება მოასწრო: "რაც ხდება ახლა უკრაინაში ეს არის დანაშაული, რუსეთი არის აგრესორი და ამ აგრესიაზე პასუხისიმგებლობა ეკისრება მხოლოდ ერთ ადამიანს, ეს არის ვლადიმერ პუტინი. მამაჩემი უკრაიანელია, დედა რუსი, ისინი არასდროს ყოფილან მტრები. მე მაქვს ყელსაბამი, სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეაჩეროს ძმათამკვლელი ომი და ჩვენ მოძმე ერები კვლავ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლებიმე ვმუშაობდი პირველ არხზე, კრემლის პროპაგანდით ვიყავი დაკავებული და ახლა ძალიან მრცხვენია ამის გამო, მრცხვენია, იმიტომ, რომ თავს უფლებას ვაძლებდი მელაპარაკა სიცრუე ტელევიზორის ეკრანიდან, მრცხვენოდა, რომ რუსი ხალხის ზომბირებას ვახდენდი, ჩვენ გავჩუმდით, როდესაც 2014 წელს ეს ყველაფერი იწყებოდა, ჩვენ არ წავსულვართ მიტინგებზე, როდესაც კრემლმა მოწამლა ნავალნი, ჩვენ უბრალო გულგრილად ვუცქეროდით ამ არაადამიანურ რეჟიმს, და ახლა ჩვენ ზურგს გვაქცევს მთელი მსოფლიო და კიდევ, შთამომავლობა, ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ძმათამკვლელი ომის სირცხვილს. ჩვენ რუსს ხალხს განსჯის უნარი და ჭკუა გვაქვს, ჩვენშია ის ძალა, რომ შევაჩეროთ ეს სიგიჟე, გამოდით მიტინგებზე, არ შეგეშინდეთ, ისინი ყველას ვერ ჩაგვსვამენ". 491 2-ს მოსწონს
|