სხვა რას გულისხმობს სიტყვები : "... ტურფასა საბაღნაროსა" 2022, 15 მარტი, 14:59 რუსთაველისათვის ნათელი იყო, რომ სიცოცხლე და სიკვდილი ბუნების კანონზომიერებაა. ბუნებაში არა მარტო ვარდის ყვავილი, არამედ ყველა მცენარე და ცხოველი ცოცხლობს გარკვეული წლების მანძილზე, მერე კვდება, მიდის, სხვა ახალი იბადება და მოდის. ბუნებაში მუდმივ ცვალებადობაზე, სიკვდილსა და განახლებაზეა სწორედ ლაპარაკი რუსთაველის ამ აფორიზმში. "რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა" ადამანი ბუნების მთლიანობაში შედის. როსტევანი ამბობს: "მე გარდავსულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია, რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! ჩემი მზე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია". რუსთაველის გმირები შეგნებულად უდგებიან ბუნების კანონებს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხში. როსტევანი ეუბნება ვეზირებს, რომ მე დავბერდი, მალე მოვკვდები, ასეა ბუნების კანონი, სახელმწიფოს მართვა უნდა და ჩემი შვილი დავსვათ მეფედო. ასეთი მოქმედება როსტევანი მაღალ გონიერებას, სიბრძნეს და მაღალ ზნეობას მიეწერება. ადამიანს როცა აღარ შეუძლია სახელმწიფოს მართვა და მაინც არ ანებებს თავს, ეს მის დაბალ გონიერებაზე ლაპარაკობს. ცნობილია, რომ დემეტრემ სიცოცხლეში გაამეფა შვილი - დავითი და გიორგი მესამემ - თამარი. 697 შეფასება არ არის
|