x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაბომბვის ხმამ გამაღვიძა და წამიერად გამიელვა თავში..." - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


რუსეთ - უკრაინის ომში, საკუთარი ქვეყნისა და უკრაინის დამოუკიდებლობის დასაცავად იარაღით ხელში მებრძოლი პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს:


"დილის 6 საათზე დაბომბის ხმამ გამაღვიძა და წამიერად გამიელვა თავში კითხვამ - რამდენი ადამიანი იქნებოდა ცოცხალი, იცხოვრებდა მშვიდად და იქნებოდა ბედნიერი, ვლადიმერ პუტინი რომ არ დაბადებულიყო" - ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკვე რამდენიმე დღეა მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და მთელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი ბოროტების, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის.






0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
168