x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ლაშა ბუღაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ამავე არხის ეთერში გააკრიტიკა - ვიდეო
image


მწერალმა ლაშა ბუღაძემ, “მთავარი არხი”-ს ეთერში, ამავე არხის ჟურნალისტის, დემნა დევდარიანის მიერ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში დასმული კითხვის შინაარსი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ეს არის ვიწროპოლიტიკური თემები.


ბუღაძეს კატეგორიულად არ მოეწონა გადაწყვეტილება, მხოლოდ ამ შეკითხვით შემოფარგლულიყო იმ ქვეყნის ტელეარხის ჟურნალისტი, რომლის მიმართაც რუსული აგრესიის განახლების საფრთხე არსებობს. მისი თქმით, დემნა დევდარიანის ადგილზე, ის დასვამდა კითხვას, მაგალითად იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს ამერიკა საქართველოსთან მიმართებაში, თუ მას საფრთხე დაემუქრება რუსეთისგან.


„მესმის, რომ პრიორიტეტია ამერიკამ გალანძღოს ღარიბაშვილი და ამიტომ ისმება კითხვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ვიწრო პოლიტიკური თემა“ - აღნიშნავს ბუღაძე.



“მთავარი არხი”-ს წარმომადგენელმა დემნა დევდარიანმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ნედ პრაისთან საქართველოს ხელისუფლება “ამხილა” უკრაინასთან მიმართებაში და მისგანაც ხისტ პასუხს ელოდა, თუმცა ნედ პრაისმა განუცხადა, რომ ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის მოვლენები რუსეთისგან, რაც ეხება სოლიდარობას, პრაისმა აღნიშნა, რომ ეს სოლიდარობა იმ აქციებით გამოიხატა, რომელიც თბილისში გაიმართა.


"ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ესმის ის სავარაუდო შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას, ისე, როგორც ესმით საქართველოში, რომელიც 2008 წელს თავად გახდა რუსეთის დაპყრობითი ომის მსხვერპლი და ძალიან ბევრ ქართველს, ძალიან მკაფიოდ ახსოვს ეს ყველაფერი, მე შემიძლია წარმოვიდგინო ქართველები, მათ შორის, მთავრობის წევრებიც სოლიდარულები არიან უკრაინისა, რაც ვიხილეთ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, იყო მოულოდნელად ძლიერი ერთობა”- თქვა ნედ პრაისმა.

0
589
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
589
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0