საქართველო "შევდივართ საავადმყოფოს ეზოში და ვხედავთ... "- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი 2022, 12 მარტი, 18:22 რუსეთ - უკრაინის ომში, საკუთარი ქვეყნისა და უკრაინის თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად იარაღით ხელში მებრძოლი პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ სოლიდარობის შესახებ წერს რაც უკრაინაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა:"დილას ომარ მეტრეველს მივაკითხეთ საავადმყოფოში, სამი დღე დაბომბვისგან მიღებული კონტუზიის გამო დააწვინეს და ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა აუკრძალეს.შევდივართ საავადმყოფოს ეზოში და ვხედავთ რომ სხვა დაჭრილებთან ერთად ტომრებს ქვიშით ავსებს და ფანჯრებზე აწყობს. ცოტა გავუბრაზდი, ხომ აგიკრძალეს ფიზიკური დატვირთვა და რა ტომრების ქვიშით ავსება აგიტყდა მეთქი.მთელი ღამე ყველა ექთანი (პატარა გოგოები) ამ ტომრებს ეზიდებოდნენ და მეც და სხვა დაჭრილებმაც უხერხულად ვიგრძენით თავი, წამოწოლილი ხომ არ ვიქნებოდითო.ასეთი სოლიდარობაა ყველგან"- წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი.შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკვე რამდენიმე დღეა მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და მთელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი ბოროტებისა და ნომერი პირველის მტრის, რუსეთის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის.1959 შეფასება არ არის |