x
5 გასაოცარი ფაქტი ფროიდის ცხოვრებიდან

5 გასაოცარი ფაქტი ფროიდის ცხობრენიდან


ზიგმუნდ ფროიდი- ყველასათვის ცნობილი ფიგურაა განსაკუთრებით ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის სფეროში
.

იხილეთ 5 ფაქტი მისი ცხოვრებიდან, რომელიც არ გეცოდინებათ:


1.თუთუნის სიყვარულმა გამოიწვია ის რომ ფროიდმა ცხოვრების განმავლობაში 30-მდე ოპერაცია ჩაიტარა სიმსივნეების ამოსაკვეთად.



ფროიდმა თამბაქოს მოწევა 20 წლიდან დაიწყო. 1923 წელს, როცა ექიმმა პირის ღრუში სიმსივნე აღმოუჩინა, ყბის დიდი ნაწილი მოაჭრა. შემდეგი 16 წლის განმავლობაში კი მას დამატებითი 33 ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.


2.ნაცისტებმა ფროიდის წიგნები დაწვეს და ის ავსტრიიდან განდევნეს.


მიუხედავად იმისა, რომ თავად ათეისტი იყო, ფროიდი ებრაელების ოჯახში დაიბადა, ამიტომაც ის ნაცისტების ანტისემიტური პოლიტიკის ერთ-ერთ სამიზნედ იქცა. მისი წიგნები 1933 წელს დაწვეს, ამ მოვლენაზე ფროიდმა სარკასტული კომენტარი გააკეთა: „ეს აშკარა პროგრესია, შუა საუკუნეებში ალბათ პირადად მე დამწვავდნენ, ახლა კი მხოლოდ ჩემი წიგნებით შემოიფარგლნენ.


3.ფროიდი გველთევზების სექსუალურ ცხოვრებას სწავლობდა.


ვენის უნივერსიტეტში ყოფნისას, ფროიდი ზოოლოგიის შესწავლით იყო გატაცებული. ერთ-ერთმა პროფესორმა მას გველთევზების სექსუალური ცხოვრების შესწავლა დაავალა, რასაც ფსიქოანალიტიკოსი დიდი მონდომებით შეუდგა.


4.მძარცველებმა ფროიდის ფერფლის მოპარვა სცადეს.


გარდაცვალების შემდეგ, მისი ფერფლი ძველ ბერძნულ ვაზაში მოათავსეს, რომელიც მას ბონაპარტმა აჩუქა. ვაზა ლონდონის კრემატორიუმშია განთავსებული და პოლიციის ცნობით 2014 წელს მისი მოპარვა სცადეს.

5.ერთი პერიოდი ფროიდი ფიქრობდა, რომ კოკაინი მაგიური წამალი იყო.


1880-იან წლებში ფროიდი დაინტერესდა იმ დროისათვის არც ისე ცნობილი წამლით, რომელსაც გერმანელი სამხედრო ექიმები იყენებდნენ. მან შექმნა დოზები მეგობრებისა და საკუთარი ცოლისთვისაც, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა ნაშრომი: „კოკაინის შესახებ“. მაგრამ როცა ფროიდმა კოკაინი მის ერთ-ერთ ახლო მეგობარს იმისთვის გამოუწერა, რომ მას თავი დაეღწია მორფისთვის და ტკივილებიც არ ეგრძნო, აღმოაჩინა რომ ის სანაცვლოდ კოკაინზე გახდა დამოკიდებული. ამის შემდეგ მან შეწყვიტა კოკაინის ქება, თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში კვლავ იყენებდა მას დეპრესიასთან საბრძოლველად.


0
169
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0