x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
გამოქვეყნდა 6-პუნქტიანი ულტიმატუმი, რომელიც რუსეთმა უკრაინას წაუყენა
image

უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა მოთხოვნები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთმა უკრაინას წაუყენა. ინფორმაციას ჟურნალისტები დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.


პუბლიკაციაში ჟურნალისტები წყაროდ „სანდო დიპლომატებს" ასახელებენ.


რუსეთს სულ ექვსი მოთხოვნა აქვს უკრაინის მიმართ, ციტირებს გამოცემა РБК:



  • კიევი ნატოში გაწევრიანებაზე უარს ამბობს, უკრაინა იღებს ნეიტრალურ სტატუსს. გარანტორი რუსეთია.

  • რუსული ენა უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენის სტატუსს იღებს. უქმდება კანონები, რომლებიც რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრედიტაციას იწვევს.


  • კიევის მიერ ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება.


  • დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და ადმინისტრაციული საზღვრების აღიარება.


  • უკრაინის დენაციფიკაცია, რომელიც მოიცავს ყველა ულტრანაციონალისტური, ნაცისტური და ნეონაცისტური პარტიების აკრძალვას, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ნაცისტური ჰეროიზაციაზე კანონების გაუქმება.


  • უკრაინის დემილიტარიზაცია - შეტევითი იარაღის სრული უარყოფა. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ამ მოთხოვნებიდან ხუთი უკრაინის კონსტიტუციით უნდა იყოს განმტკიცებული .


უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ამ მოთხოვნებს საკუთარ ფეისბუქზე უკვე გამოეხმაურა. მან მათ "რუსული პროპაგანდა" უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი "მხოლოდ განცვიფრებას იწვევენ".

0
763
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
763
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0