x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამ დედა@@@ების გაჩუმებას მთელი მსოფლიო ცდილობს და მე როგორ გავაჩუმოო" - რას ჰყვება ირაკლი ოქრუაშვილი

image


რუსეთ - უკრაინის ომში, საკუთარი ქვეყნისა და უკრაინის თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად იარაღით ხელში მებრძოლი პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იუმორის გრძნობას არც ფრონტის ხაზზე ივიწყებს და სოცილურ ქსელში "Wall Street Journal"-ის ჟურნალისტთან თავსგადამხდარი ერთი სახალისო ისტორიის შესახებ წერს:



"ცოცხალი ანეგდოტი ფრონტის ხაზიდან.


სანგარში ვზივართ და Wall Street Journal-ის ჟურნალისტი მირეკავს ერთი საათის წინ, ინტერვიუს ჩაწერა მინდა, საერთაშორისო ლეგიონზე მასალას ვაკეთებო.


იწყებს კითხვების დასმას და მაგარი დაბომბვა დაიწყეს რუსებმა. "შენი ხმა ცუდად მესმის, რაღაც ხმაურია და იქნებ გააჩუმო ან თუ ტელევიზორია ხმას ჩაუწიოო" - მითხრა. არტილერიის ჩვენ ლეგენდას - მიშა ქამხაძეს ინსტიქტურად გავძახე - მიშა ინტერვიუს ვაძლევ და რუსები იქნებ გააჩუმო მეთქი.


ამ დედა@@@ების გაჩუმებას მთელი მსოფლიო ცდილობს და მაინც ხმაურობენ და მე მარტომ როგორ გავაჩუმოო - მიშას პასუხი დავუბრუნე ჟურნალისტს და იმის სიცილი უფრო ხმამაღალი იყო ვიდრე 120-იანი ნაღმების ხმა"- წერს ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკვე რამდენიმე დღეა მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და მთელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი ბოროტებისა და ნომერი პირველის მტრის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის.



0
173
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
173