საზოგადოება დემნა გვასალიას გამონათქვამები 2022, 11 მარტი, 12:23 იხილეთ დემნა გვასალიას გამონათქვამები : 1."გჯეროდეთ თქვენი საკუთარი გრძელვადიანი სტრატეგიის, თუნდაც ამან გამოიწვიოს მოკლევადიან პერსპექტივაში ფულის დაკარგვა" 2."მე მჯერა მოქმედების. იქნება ეს დიდი თუ პატარა, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა." 3."შენ უნდა მოგწონდეს ის რასაც აკეთებ. ეს არის ის, რაც აძლიერებს თქვენს იდეებს და შემოქმედებას" 4."ვფიქრობ, ელეგანტურობა არ არის აქტუალური. არ მგონია, რომ ქუჩაში ელეგანტურობა არის ის, რისკენაც ხალხი მიისწრაფვის" 5."მე მოდის საზღვრების გაფართოებას არ ვცდილობ, უბრალოდ ვქმნი სამოსს, რომელიც გსურს, რომ ჩაიცვა." 6."ადრე მოდა ოცნებას ქმნიდა. ხალხი ოცნებობდა კაბებზე, რომლებიც შესაძლოა არასდროს ჩაეცვათ. მოდა ქმნიდა იდეასა და ილუზიას. ახლა ის უფრო ხშირად პროდუქტზე და თითქმის ყოველთვის მყიდველზეა ორიენტირებული." 7."მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მიგდებულ ქარხნებში საუკეთესო წვულებები ტარდებოდა, ისმოდა მუსიკა, რომელსაც ჩვეულებრივ კლუბში არ უკრავენ. ეს არის ახალი თაობის ხალხი. ისინი პარიზში გაიზარდნენ, 20-30 წლამდე არიან და ყველაფერს ისე აკეთებენ როგორც სურთ. ეს "ახლებური ევროპელები" ძალიან არ ჰგავანან მათ მშობლებს და ეს ენერგიით ავსებთ." 173 1-ს მოსწონს
|