x
ვინ არიან გეიშები და რა იზიდავდათ მამაკაცებს მათში?

ვინ არიან გეიშები და რა იზიდავდათ მამაკაცებს მათში?

გეიშა არის უაღრესად განათლებული ქალი, რომელიც ჩაის ცერემონიაზე ნებისმიერი რამით ართობს სტუმარს (კლიენტს) ცეკვით, სიმღერით ან სასიამოვნო საუბრით. მათ ტრადიციებს ჯერ კიდევ პატივს სცემენ და დიდ იაპონურ ქალაქებში განაგრძობენ.


ბევრი ფიქრობდა, რომ გეიშა ადვილად ხელმისაწვდომი ქალების კლასი ეკუთვნოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი გეიშა" და "ვულგარულობა" - ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია. გეიშას შეუძლია იყოს ნაზი და თავდაჭერილი და იმავდროულად - გახსნილი და კადნიერიც კი. მისი მთავარი დანიშნულება, პირველ რიგში, სულიერი ტკბობის მინიჭებაა.


გოგონებს, მომავალ გეიშებს, ადრეული ასაკიდან ასწავლიან ცეკვას და სიმღერას. მან უნდა შეძლოს მამაკაცის გართობა სრულყოფილ დონეზე, ისე, რომ ამ უკანასკნელს გული ყოველთვის მისკენ მიუწევდეს, სწორედ მასთან შეძლოს მოდუნება და ესთეტიკური სიამოვნების მიღება. მისი მოვალეობაა სხვა ადამიანების ყურადღებით მოსმენა და საჭიროების შემთხვევაში ჭკვიანური რჩევის მიცემა. ასევე - სტუმრის განწყობის ამაღლებაზე ზრუნვა და დარდის გაქარვება.

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0