x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ჰოდა, გავრასხოდდეთ ძმაო, აქ *** არავინ არ არის" - რას წერს გურამ შეროზია

image


ბლოგერი, მოგზაური და მარკეტერი გურამ შეროზია ქვეყანაში ე.წ. რუსი ლტოლვილების შემოდინების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მათ წინააღმდეგ ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმის ამოქმედების ინიციატივით გამოდის:


"ჩემი აზრით ოკ, შემოვიდნენ, მაგრამ - უნდა დაწესდეს ვიზა: 300 დოლარამდე, 1 თვიანი, თანხა კი სრულად გადაირიცხოს უკრაინაში!


ყოველი თვე, ჩვენს ლამაზ ჯორჯიაში ცხოვრების ქირა - ხელხლა უნდა იყოს გადასახდელი.


3 თვეზე მეტით დარჩენის მსურველები, უნდა აბარებდნენ ქართული ენის ცოდნის ტესტს, საკომუნიკაციო ენად კი - იყენებდნენ მხოლოდ ქართულს, ან ინგლისურს.


საქართველოში ბიზნესის წამომწყებებს ჰქონდეთ ვალდებულება - დასაქმებულთა 80% იყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე.


ამ პირობებით - მე თანახმა ვარ, მობრძანდნენ, მოგწონთ იდეა?

შეგახსენებთ, ჩვენ მათ ქვეყანაში ვიზა გვჭირდება, თან საკმაოდ ძვირად და რთულად, ჰოდა გავრასხოდდეთ ძმაო, აქ *** არავინ არ არის (ნუ, გამონაკლისების გარდა) ????????


გადასარევად ვფლობ რუსულ ენას, ვკითხულობ ლიტერატურას ორიგინალში, ვსაუბრობ, ა.შ.


მიუხედავად ამისა, ვდებ პირობას, რომ მომსახურების სფეროში, დაკვალიანების ამბებში, კითხვა-პასუხში, ა.შ. ნებისმიერ "სტუმართან", ჩემი საკომუნიკაციო ენა იქნება მხოლოდ საერთაშორისო ენები: ინგლისური და ესპანური. (მეგრულს, ქართულს და თურქულსაც არ დაგამადლით, რორამე)


მეტიც არ მინდა, სადმე, რამე საპირისპიროს გადავაწყდე... ????????" - წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.


შეგახსნებეთ, რომ ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის 20, 000 - 25, 000 მოქალაქეა შემოსული.





0
234
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
234