საზოგადოება როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო ბიბლიის მიხედვით? 2022, 10 მარტი, 12:47 დღე პირველი თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. გაყო ღმერთმა ბნელი და ნათელი. ნათელს უწოდა დღე, ხოლო ბნელს – ღამე. დღე მეორე ღმერთმა შექმნა ცა «და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარსა (ცის) ქვემოთ და წყალი, რომელიც არის მყარსა ზემოთ». დღე მესამე თქვა ღმერთმა «შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი, და გამოჩნდეს ხმელეთი». და იქმნა ასე. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს –ზღვა. თქვა ღმერთმა «აღმოაცენოს მიწამ მცენარეები» და ასეც იყო. დღე მეოთხე «თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად – დღეებისა და წელიწადებისა... და გააჩინა ღმერთმა 2 მთავარი მნათობი – დიდი მნათობი დღის განმგებლად და პატარა მნათობი – ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები. დღე მეხუთე «თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს». დღე მეექვსე «გააჩინა ღმერთმა სულდგმული თავ-თავისი გვარისდა მიხედვით – პირუტყვი, ქვემძრომი... და გააჩინა ადამიანი». 339 1-ს მოსწონს
|